
,,არმენპრესი“ წერს, რომ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანული Elbit Hermes 900 თვითმფრინავის ჩამოგდება. როგორც “არმენპრეს” – სთან საუბრისას განაცხადა ვაზგენ სარგსიანის სახელობის სამხედრო უნივერსიტეტის სარდლობისა და საშტატო ფაკულტეტის ხელმძღვანელმა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა სპიკერმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა. მან აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და ძლიერი უპილოტო მფრინავი აპარატი, რომელიც ეკუთვნის აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს.
”Elbit Hermes 900 არის ძლიერი უპილოტო საჰაერო ხომალდი, ეს წარმოადგენს ცეცხლის მართვის სისტემას. ეს არის სადაზვერვო უპილოტო მფრინავი აპარატი. ის ძალიან ძვირია. ეს არის ყველაზე დიდი უპილოტო მფრინავი აპარატი აზერბაიჯანში”, – აღნიშნა ჰოვჰანისიანმა.
ამის შესახებ არწრუნ ჰოვჰანნისიანმა დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. ”ეს, ალბათ, ,,ჰერმეს 900“-ის მსოფლიოში პირველი ავარიაა”.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ მოხვდა სომხური შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების მიერ გასროლილი რაკეტა აზერბაიჯანის უპილოტო მფრინავი აპარატს.
დიდი ტაქტიკური თვითმფრინავის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი აშშ დოლარია.
Hermes-900 -ს მწარმოებელია ისრაელის კომპანია Elbit Systems- ი. აზერბაიჯანში ისინი დისლოცირებული არიან ზურგში და იმყოფებიან აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის (სსდს) და არა თუ ჯარის ბალანსზე. ეს შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ გარდა აზერბაიჯანული არმიისა, მიმდინარე ოპერაციებში ასევე მონაწილეობს სსდს.
მანამდე, სრ თავდაცვის მინისტრის პრეს სპიკერმა შუშან სტეფანიანმა განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ნაწილმა დააზიანა უპილოტო მფრინავი აპარატი, რომელიც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების საცეცხლე მართვის სისტემაა. წინა დღეებში, სრ შეიარაღებულმა ძალებმა დააზიანეს რამდენიმე უპილოტო მფრინავი აპარატი, რომელთა ფოტოებზე ჩანს, რომ ისრაელის წარმოებისაა.
14 ივლისს მტერმა ბერდის თემის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა უპილოტო მფრინავი აპარატების საშუალებით გაანადგურა.