მთავარიპოლიტიკა

ჩვენთან ძალის პოზიციებიდან ლაპარაკი არ შეიძლება. ფაშინიანი შეხვდა სრ თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას

,,აისორ“-ი წერს, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას, მინისტრ დავით ტონოიანს და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ონიკ გასპარიანს.

სრ შეიარაღებული ძალების უზენაესმა საოფიცრო შემადგენლობამ პრემიერ-მინისტრს გააცნო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე,  ტავუშის მიმართულებით ბოლო ორი დღის განმავლობაში მტრის მიერ განხორციელებული საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი ოპერატიული ვითარების შესახებ და მტრის მოქმედებების წინააღმდეგ სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სადამსჯელო ნაბიჯები.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ვითარება სრულად კონტროლირდება სრ შეიარაღებული ძალების მიერ.

შეხვედრაზე განიხილეს ვითარების შესაძლო განვითარებები და შეიარაღებული ძალების ადეკვატური მოქმედებები.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სრ შეიარაღებული ძალები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ ჩვენთან არ შეიძლება საუბარი ძალის პოზიციიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button