მთავარისაზოგადოება

სომხეთი საშუალებას მისცემს აზერბაიჯანს საბრძოლო ველიდან აიღონ მსხვერპლი და გაიყვანოს დაჭრილები , მაგრამ ერთი პირობით

როგორც „სპუტნიკი არმენია“ წერს, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნულია, რომ რა  შემთხვევაში იგი საშუალებას მისცემს მტერს აიღოს თავისი მსხვერპლი და გაიყვანოს დაჭრილები ბრძოლის ველიდან.

”აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში და ხელსაყრელი პირობების შექმნის შემთხვევაში, სომხური მხარე მზად არის, აზერბაიჯანელებმა ჩაატარონ ბრძოლის ველიდან მსხვერპლთა სამძებრო სამუშაოები  და ევაკუაცია მოახდინონ”, – წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს  სპიკერი შუშან სტეპანიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისიდან  ვითარება  სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტავუშის მონაკვეთზე გაუარესდა. 12 ივლისს, ღამის 12:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სცადეს სომხეთის  სახელმწიფო საზღვრის გადალახვა ტავუშის მიმართულებით, UAZ- ის მარკის მანქანით.

15 ივლისის ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანს 11 მსხვერპლი ჰყავს, ხოლო სომხურ მხარეს – 4 მსხვერპლი, 10 დაჭრილი.

16 ივლისის დილით, თავდაცვის სამინისტრომ აცნობა, რომ ღამით 03:40 საათზე, სომხეთის  შეიარაღებული ძალების პოზიციებმა შენიშნა მტრის მოძრაობა. წრიულ თავდაცვაზე გადასვლისას სომხურმა ერთეულებმა ხელი შეუშალეს მტრის დივერსიული შეღწევადობის მცდელობას. გაცხარებული ბრძოლის შემდეგ, მტერმა, რომელსაც ზარალი მიადგა, უკან დაიხია. შემდეგ, 05:20 საათზე, აზერბაიჯანულმა დანაყოფებმა დაიწყეს დაბომბვა სოფლების აიგეპარისა და  მოვსესის  D-30 ჰაუბიცას   გამოყენებით.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close