პოლიტიკა

ანა ნაღდალიანმა კომენტარი გაუკეთა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის განცხადებებს მოლაპარაკების პროცესთან დაკავშირებით

,,არმენპრესი“ წერს, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანა ნაღდალიანმა კომენტარი გაუკეთა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის განცხადებებს სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესთან დაკავშირებით. “არმენპრეს” -ის ცნობით, ანა ნაღდალიანმა უპასუხა რუსული სააგენტოს “ინტერფაქსის” შეკითხვას.

კითხვა. რა კომენტარს გაუკეთებთ  აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის ბოლოდროინდელ განცხადებებს სამშვიდობო პროცესზე?

პასუხი. კონფლიქტს სამი მხარე ჰყავს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ადრე აზერბაიჯანი მოლაპარაკებას აწარმოებდა როგორც მთიან ყარაბაღთან, ისე სომხეთის რესპუბლიკასთან.

შემდეგ აზერბაიჯანმა უარი თქვა მთიან ყარაბაღთან მოლაპარაკებაზე. თუ აზერბაიჯანი ახლა უარს იტყვის სომხეთთან მოლაპარაკებაზე, გაუგებარია ვისთან ექნება მოლაპარაკება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვიცით, აპირებს თუ არა იგი მოლაპარაკებების განახლებას არცახის მხარესთან.

ბოლო დროს აზერბაიჯანი სხვადასხვა პაკეტში ცდილობს ომის მუქარით გამოსვლას. თუ მოლაპარაკებებიდან გამოსვლის მისი მუქარა ერთ – ერთი მათგანია, ეს არც გაკვირვებას და არც შთაბეჭდილებას ტოვებს ჩვენში.

სომხეთი უარყოფს მუქარის ენას და მხარს უჭერს საკითხის მშვიდობიან მოგვარებას.

ნახეთ მეტი
Back to top button