პოლიტიკა

დადგა აზერბაიჯანში მშვიდობიანი რევოლუციის განხორციელების დრო. სერჟ თანკიანი

,,News.am“ წერს, რომ მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსი სერჟ თანკიანი თავის Instagram გვერდზე მოიხსენიებს აზერბაიჯანსა და მის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. მან ალიევის სურათი განათავსა და დაწერა:

”ეს არის ილჰამ ალიევი. ის არის აზერბაიჯანის ნავთობის ოლიგარქიული პრეზიდენტი. მან ძალაუფლება მიიღო მამისგან და ახლა მისი მეუღლე ჰყავს ვიცე-პრეზიდენტად. აზერბაიჯანი არის ყველაფერი, დემოკრატიის გარდა.

ჩვენ ვერასდროს ვიხილავთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობას, ვიდრე  აზერბაიჯანელებს არ ეყოლებათ ღირსეული ხელმძღვანელობა და არ ექნებათ სიტყვის თავისუფლება საკუთარი ბედისწერის გადასაწყვეტად. ”დადგა აზერბაიჯანში მშვიდობიანი რევოლუციის განხორციელების დრო, როგორც ეს მოხდა სომხეთში 2018 წელს, რათა მათ ჰყავდეთ გონივრული ხელმძღვანელობა და, იმედი მაქვს, ასევე მშვიდობაც.”

ნახეთ მეტი
Back to top button