პოლიტიკა

ზოჰრაბ მნაცაკანიანმა მიიღო სომხეთში აკრედიტებული ელჩები

,,Lragir.am“ წერს, რომ სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა მიიღო სომხეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.

შეხვედრაზე მინისტრმა მნაცაკანიანმა ელჩებს გააცნო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების უწყვეტი აგრესიული მოქმედებების შედეგად შექმნილი სიტუაცია. სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ ადრინდელი შეთანხმების დარღვევით აზერბაიჯანის მიერ ოპერაციების განახლებას 16 ივლისს, სრ სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით, ტავუშის რაიონის მოვსეს-აიგეპარის სოფლებში. მინისტრის თქმით, აზერბაიჯანული მხარის ამ მოქმედებებს თან ახლდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მოსახლეობის მიზანმიმართული გასროლები.

საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ცეცხლის შეწყვეტის და 1994 წლის ზავის სრულყოფილი აღდგენის, დაცვისა და განმტკიცების აუცილებლობაზე.

რეგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების კონტექსტში, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა დაგმო თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური ელიტის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც მიმართულია რეგიონში უსაფრთხოების სისტემის შერყევასა და აზერბაიჯანის აგრესიული მოქმედებების ღია მხარდაჭერაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button