კონჯორიანმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის და მოადგილეების ყურადღება მიიპყრო აზერბაიჯანის მუქარებზე

,,არმენპრესი“ წერს, რომ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის “ჩემი ნაბიჯის” ფრაქციის წევრმა, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში სომხური დელეგაციის ხელმძღვანელმა ჰაიკ კონჯორიანმა, აზერბაიჯანის მიერ მიმდინარე სამხედრო აგრესიის შესახებ წერილებით მიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს.
როგორც “არმენპრეს”-ს განუცხადეს კონჯორიანის ოფისიდან, დეპუტატმა კერძოდ აღნიშნა, რომ 16 ივლისს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი რეალურად ემუქრებოდა, რომ აზერბაიჯანს შეეძლო მეწამორის ატომური ელექტროსადგურზე დარტყმის განხორციელება, რაც კატასტროფას გამოიწვევდა მთელს რეგიონში. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან ისეთი ტერორისტული მუქარა, რომლის სამიზნეც ამ დღეებში ხდება სამოქალაქო მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. ჰაიკ კონჯორიანმა თავის კოლეგებს მოუწოდა მკაცრად დაგმონ აზერბაიჯანის მუქარა სამხედრო აგრესიისა და საომარი რიტორიკის შესახებ.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ემუქრება სომხეთს საერთაშორისო ბირთვული დანაშაულით, მეწამორის ატომურ ელექტროსადგურის დაბომბვით. განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ვაგიფ დარგიახლიმ.
”სომხურ მხარეს არ უნდა დაავიწყდეს, რომ აზერბაიჯანის არმიის არსენალში არსებულ ზეთანამედროვე სარაკეტო სისტემებს დიდი სიზუსტით შეუძლიათ დარტყმა მიაყენონ მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს, რაც სომხეთისთვის გამოიწვევს დიდ უბედურებას”, – თქვა მან.