მთავარიპოლიტიკა

“სასაცილოა”. ჰოვჰანნისიანი უარყოფს აზერბაიჯანის კიდევ ერთ სიცრუეს ყაზარმის განადგურების შესახებ

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ  არწრუნ ჰოვჰანნისიანის თქმით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, ყაზარმა კი არაა, არამედ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მანქანა, რომელიც ჩინარში დაბომბეს.

,,სპუტნიკი სომხეთ“-თან საუბარში, სრ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა, “სასაცილო” უწოდა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს სათაურს, სადაც აღინიშნება, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს სომხეთის ყაზარმა.

”ვიდეოში დევს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მანქანა, რომელიც ჩინარში დაიბომბა, მანქანა აშკარად ჩანს. ”სასაცილოა ლაპარაკი ყაზარმებზე, რადგან ყაზარმებში ჯარი არ არის”, – აღნიშნა ჰოვჰანნისიანმა.

აღსანიშნავია, რომ 16 ივლისს, საღამოს, სოფელ ჩინარის მკვიდრი არამაის ჰოვაკიმიანი დაიჭრა მტრის ცეცხლის შედეგად. მისი დასახმარებლად მიმავალი საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მანქანა მტრის სამიზნე გახდა, მას რაკეტა დაეცა.

12 ივლისიდან, ვითარება გაუარესდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტავუშის მონაკვეთზე. საღამოს 12:30 საათის საზღვრებში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები შეეცადნენ ტავუშის მიმართულებით უაზის მარკის ავტომანქანით გადაეკვეთათ სომხეთის სახელმწიფო საზღვარი. სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა დატოვეს ავტომანქანა  და საწყის პოზიციებს დაუბრუნდნენ.

ამის შემდეგ, მტერი რეგულარულად ხსნის ცეცხლს როგორც სომხური პოზიციების, ისე დასახლებების მიმართულებით.

16 ივლისს, 05:20 საათიდან დაწყებული, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ კიდევ ერთხელ დაიბომბა ტავუშის სოფლები აიგეპარი, მოვსესი და ჩინარი. ხანძრის შედეგად დაზიანდა აიგეპარის საბავშვო ბაღი. დაშავდა ჩინარის სამი საცხოვრებელი სახლი, დაიჭრა ჩინარის მკვიდრი 48 წლის არამაის ჰოვაკიმიანი.

16 ივლისის ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანს ჰყავს 13 (12 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის გენერალ-მაიორი ფოლად ჰაშიმოვი და 1 მშვიდობიანი მოქალაქე), ხოლო სომხურ მხარეს ჰყავს 4 მსხვერპლი: მაიორი გარუშ ჰამბარძუმიანი, კაპიტანი სოს ელბაკიანი, უმცროსი სერჟანტები გრიშა მათევოსიანი და სმბატ გაბრიელიანი.

სრ პრეზიდენტ არმენ სარგსიანის ბრძანებულებით, მათ სიკვდილის შემდეგ მიანიჭეს ჯილდოები.

ნახეთ მეტი
Back to top button