მთავარიპოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა დაბრუნდნენ „14 ივლისამდე არსებულ პოზიციებს“

როგორც  საქართველოს  საზოგადოებრივი მტელევიზია,  გადმოსცემს საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომ დაბრუნდნენ   „14 ივლისამდე, სამხედრო მოქმედებებამდე,  არსებულ პოზიციებს“.    მე მჭიდრო კავშირში ვარ ჩემს კოლეგებთან. მე მქონდა სატელეფონო საუბრები ორივე  მინისტრთან და გამოვთქვი გულწრფელი დამოკიდებულება და შეშფოთება შექმნილი ვითარების გამო. მათ იციან ჩვენი პოზიცია. ”ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვართ დაინტერესებული სიტუაციის შემდგომი ესკალაციით, პირიქით, მხარეებს უნდა დაუბრუნდნენ მდგომარეობას 14 ივლისამდე, საომარი მოქმედებების დაწყებამდე”, – თქვა  ზალკალიანმა.

ზალკალიანის განცხადებით, აუცილებელია ყურადღება მიაქციონ იმ ფაქტს, რომ პირველად კონფლიქტი გასცდა მთიანი ყარაბაღის გეოგრაფიულ საზღვრებს და ამჟამად სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის უშუალო სიახლოვეს იმყოფება.

”ამიტომ, კიდევ უფრო დიდი სიფხიზლე და სიფრთხილეა საჭირო. ამ პროცესში საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიური ჩარევა, პირველ რიგში, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების გააქტიურება და ყველა იმ საერთაშორისო მექანიზმის ამოქმედება, რაც ამ კონფლიქტის მოგვარების საფუძველია. საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. ”საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და მექანიზმებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ პროცესი მიიყვანონ დეზექსკალაციამდე და მშვიდობიან შეთანხმებამდე”, – თქვა დავით ზალკალიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button