
,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ ჰოვჰანნისიანის თქმით, “იაშმა” აზერბაიჯანში განსაკუთრებული დანიშნულების ელიტარული ჯგუფია, რომლის გამოყენება იმაზე მიუთითებს, რომ აზერბაიჯანის სასაზღვრო გამშვები პუნქტები ვერ ახერხებენ საბრძოლო ამოცანების შესრულებას.
სრ თავდაცვის მინისტრის წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა ტავუშის რეგიონში ბოლო ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ ამაღამ სრ შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს აზერბაიჯანული სპეციალური დანიშნულების “იაშმას” 100-კაციანი ელიტარული ჯგუფის 40%.
”ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს 10 ცხედრის გატანის ფოტომტკიცებულება. არის სხვა ადგილებიც, საიდანაც ცხედრები გატანილი არ არის, ძალზე ბევრი მსხვერპლი შესაძლოა თან წაეყვანა წარუმატებელ, მაგრამ გადარჩენილ სამხედრო მოსამსახურეებს. შემდეგ ყველა მათგანი ერთბაშად არ კვდება, ხშირად არიან დაჭრილები, რომლებიც უკან დახევის შემდეგ იღუპებიან. არ მინდა შევქმნა შთაბეჭდილება, რომ ყველა 100 მათგანი მთლიანად განადგურდნენ, მაგრამ გამოდის, რომ საგრძნობი დანაკარგი განიცადა დაახლოებით 100 კაციანმა ჯგუფმა”. ეს შეიძლება იყოს 25, 30 ან 40% -მდე”, – აღნიშნა ჰოვჰანნისიანმა.
მისი თქმით, “იაშმა” აზერბაიჯანში განსაკუთრებული მნიშვნელობის ელიტარული ჯგუფია, რომლის გამოყენება იმაზე მიუთითებს, რომ აზერბაიჯანის სასაზღვრო გამშვები პუნქტები ვერ ახერხებენ საბრძოლო ამოცანების შესრულებას.
”მათი პრეზიდენტის ხმამაღალი განცხადებებისა და მესამე არმიის კორპუსის წარუმატებლობის შემდეგ,”იაშმა” გაიგზავნა საზღვარზე”, – აღნიშნა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
12 ივლისიდან, ვითარება გაუარესდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტავუშის მონაკვეთზე. საღამოს 12:30 საათის საზღვრებში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები შეეცადნენ ტავუშის მიმართულებით უაზის მარკის ავტომანქანით გადაეკვეთათ სომხეთის სახელმწიფო საზღვარი. სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა დატოვეს ავტომანქანა და საწყის პოზიციებს დაუბრუნდნენ.
ამის შემდეგ, მტერი რეგულარულად ხსნის ცეცხლს როგორც სომხური პოზიციების, ისე დასახლებების მიმართულებით.
16 ივლისს, 05:20 საათიდან დაწყებული, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ კიდევ ერთხელ დაიბომბა ტავუშის სოფლები აიგეპარი, მოვსესი და ჩინარი. ხანძრის შედეგად დაზიანდა აიგეპარის საბავშვო ბაღი. დაშავდა ჩინარის სამი საცხოვრებელი სახლი, დაიჭრა ჩინარის მკვიდრი 48 წლის არამაის ჰოვაკიმიანი.
16 ივლისის ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანს ჰყავს 13 (12 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის გენერალ-მაიორი ფოლად ჰაშიმოვი და 1 მშვიდობიანი მოქალაქე), ხოლო სომხურ მხარეს ჰყავს 4 მსხვერპლი: მაიორი გარუშ ჰამბარძუმიანი, კაპიტანი სოს ელბაკიანი, უმცროსი სერჟანტები გრიშა მათევოსიანი და სმბატ გაბრიელიანი.