მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი ვერ გვაიძულებს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში წავიდეთ ცალმხრივ დათმობებზე: ფაშინიანი

აზერბაიჯანის აგრესიული პოლიტიკა ვერ გატეხავს  სომეხი  ხალხის  ნებას და ვერ  აიძულებს მათ წავიდნენ  ცალმხრივ  დათმობებზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში. როგორც “არმენპრესი” წერს,  სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა ბელორუსში, ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ფაშინიანი  შეეხო სხვადასხვა სფეროებში ეპიდემიის  გამო გამოწვეულ სირთულეებს და  თქვა, რომ მშვიდობის შენარჩუნება და შეიარაღებული კონფლიქტების შეწყვეტა არის ეპიდემიის  წინააღმდეგ  წარმატებული ბრძოლისა  და მის შედეგად  წარმოქმნილი ეკონომიკური კრიზისის დაძლევის წინაპირობა.   ”ამ თვალსაზრისით, მე არ შემიძლია უგულებელვყო ის თემა, რომელიც მრავალი მოწოდების მიუხედავად,  მათ შორის, ევრაზიის უმაღლესი საბჭოს 14 აპრილის ერთობლივი განცხადებით და გაეროს გენერალური მდივნის 23 მარტის განცხადებით, საომარი მოქმედებები დაიწყო სომხეთის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ”სომხეთის შეიარაღებული ძალებს არ ძალუძთ  პასუხი არ გასცენ აზერბაიჯანს მის  პროვოკაციულ ქმედებებზე”, – თქვა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, პროვოკაციები დღემდე გრძელდება, რაც ხელს უწყობს დაძაბულობის კიდევ უფრო დაძაბვას  და სიტუაციის არაპროგნოზირებადობას. აზერბაიჯანის აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია რეგიონში დაძაბულობის გამძაფრებისკენ მივყავართ არაფრისაკენ.

”იგი ვერ შეძლებს გატეხოს ჩვენი ხალხის ნება, ვერ გვაიძულებს  მივიღოთ გაუმართლებელი, ცალმხრივი დათმობები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. არ არსებობს კონფლიქტის იძულებითი გადაწყვეტა. არ არსებობს სამშვიდობო მოლაპარაკებების ალტერნატივა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს  ჩვენი რეგიონის ყველა ერის   ინტერესებს“, – ხაზი გაუსვა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button