მთავარიპოლიტიკა

სომხური ლობი ვერ შეძლებს აჩვენოს ბაქოს ფსიქიკური არაადეკვატურობა, როგორც ეს მოახერხა აზერბაიჯანელმა პოლკოვნიკმა: რუსი მეცნიერი

სომხური ლობი მთელს მსოფლიოში ვერავითარი  თანხით ვერ შეძლებს გამოავლინოს  ოფიციალური ბაქოს ფსიქიკური არაადეკვატურობა, ამის შესახებ  რუსმა მეცნიერმა  არკადი დუბნოვმა განაცხადა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, კომენტარი გააკეთა რა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე სომხური ატომურ ელექტროსადგურზე  დარტყმის შესახებ.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამხრეთ კავკასიის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

სომხური ლობი ვერ შეძლებს აჩვენოს ბაქოს ფსიქიკური არაადეკვატურობა ვერავითარი თანხით,  როგორც ეს აზერბაიჯანელმა პოლკოვნიკმა, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა შეძლო“, – წერს ის.  

შეგახსენებთ, რომ გუშინ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ვაგიფ დარგიაჰლიმ განაცხადა, რომ ”სომხურ მხარეს  არ უნდა დაავიწყდეს, რომ ყველაზე თანამედროვე სარაკეტო სისტემები აზერბაიჯანული არმიის შეიარაღებაშია და ის საშუალებას იძლევა დარტყმა მიაყენონ მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს მაღალი სიზუსტით, რაც დიდ უბედურებას გამოიყვევს“.

ნახეთ მეტი
Back to top button