მთავარიპოლიტიკა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: აზერბაიჯანისათვის იარაღის მიყიდვა სასიკვდილოა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს აზერბაიჯანზე  იარაღის მიყიდვის  საკითხზე. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მსამინისტროს სპიკერმა ანა ნაღდალიანმა განაცხადა 18 ივლისის ბრიფინგზე.

კითხვაზე,  ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანი იყენებს ისრაელის მიერ დამზადებულ უპილოტოებს სომხეთის მშვიდობიანი  მოსახლეობის წინააღმდეგ, გავლენას მოახდენს თუ არა  სომეხ-ისრაელის ურთიერთობებზე, ანა ნაღდალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხური მხარე საკითხს უფრო ფართოდ ხედავს.

”აზერბაიჯანისადმი  იარაღის მიყიდვის  საკითხს და გამალებულ მილიტარიზმს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხშირად  წამოაყენებს ორმხრივი შეხვედრების დროს და საერთაშორისო პლატფორმებზე. ვფიქრობთ, რომ აზერბაიჯანისადმი  იარაღის მიყიდვა სასიკვდილოა. აზერბაიჯანი დაუყოვნებლივ გამოიყენებს იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. 12 ივლისის მოვლენები ჩემი სიტყვების ფაქტიური დადასტურებაა. ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული ამ საკითხში“, – თქვა ანა ნაღდალიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button