მთავარიპოლიტიკა

სომხეთ-აზერბაიჯანულ საზღვარზე შედარებით სიმშვიდეა

19  ივლისს   ღამით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე,  შედარებით სიმშვიდე იყო, სიმშვიდეა ამ წუთებშიც. ეს ინფორმაცია „ფეისბუქის“ საკუთარ  გვერდზე განათავსა სომხეთის  თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა შუშან სტეპანიანმა.

„მტერმა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაახლოებით 70 გასროლა მოახდინა საზღვრის ზოგიერთ ნაწილში“, – წერს იგი.

გავრცელებულია ინფორმაცია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები  აკონტროლებენ მტერს მთელი ფრონტის ხაზზე.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისიდან, ვითარება გაუარესდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტავუშის მონაკვეთზე. 12 ივლისს, ღამის 12:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სცადეს გადაელახათ სომხეთის სახელმწიფო საზღვარი ტავუშის მიმართულებით, UAZ- ის  მარკის მანქანით. სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მანქანა დატოვეს და პოზიციებს  დაუბრუნდნენ.

ამის შემდეგ, მტერი რეგულარულად ანახლებს  სროლას, როგორც სომხური პოზიციების, ასევე  მშვიდობიანი  დასახლებული პუნქტების მიმართულებით.

16 ივლისს სომხურმა ქვედანაყოფებმა ხელი შეუშალეს მტრის დივერსიული შეღწევადობის მცდელობას. ხელჩართული  ბრძოლის შემდეგ, მტერმა, რომელსაც ზარალი მიადგა, უკან დაიხია. შემდეგ, აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა დაიწყეს სოფლების აიგეპარისა და მოვსესის დაბომბვა ნაღმსატყორცნი  D-30 ჰაუბიცის გამოყენებით.

18 ივლისის ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანს 13 მსხვერპლი ჰყავს, დაჭრილების შესახებ არაფერია ნათქვამი, ხოლო სომხურ მხარეს  4 მსხვერპლი, 36 დაჭრილი (ერთი არის მშვიდობიანი მოსახლეობისგან).

ნახეთ მეტი
Back to top button