მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ სცადა ცალმხრივი დათმობის იძულება, მაგრამ უშედეგოდ. მნაცაკანიანი

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ 12 ივლისს სომხეთზე თავდასხმით აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ სცადა ცალმხრივი დათმობის იძულება სომხეთზე მთიანი ყარაბაღის მიმართ. Sky News Arabia– სთვის მიცემულ ინტერვიუში, ამის შესახებ განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა კითხვაზე საპასუხოდ, თუ რა მიზეზები აქვს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო დროს განხორციელებულ სამხედრო შეტაკებებს.

”ვფიქრობ, ჩვენ კიდევ ერთხელ დავანახეთ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს. გამოსავალი, რომელიც ეფუძნება ძლიერი კომპრომისის მიღწევას, მონაწილე სამ მხარეს შორის: სომხეთი, არცახი და აზერბაიჯანი. აზერბაიჯანისთვის უპირატესობის მინიჭება სამშვიდობო პროცესში პროგრესის დარეგისტირების ერთადერთი დაბრკოლებაა. ”აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის უწყვეტი აგრესიული, მტრულად განწყობილი რიტორიკა სომხეთისა და სომეხი ხალხის მიმართ, სომხეთისა და არცახის მიმართ ისტორიული მოთხოვნები, ძალის და ძალის მუქარის გამოყენება იყო ჩვენი ამჟამინდელი ვითარების აშკარა მიზეზები”, – განაცხადა მინისტრმა.

მნაცაკანიანის თქმით, კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს, რომ ამ კონფლიქტს არ აქვს სამხედრო გამოსავალი, რომ კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით.

შეეხო რა იმ კითხვას, თუ მთავარი კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გარშემოა, მაშინ რატომ ხდება სამხედრო შეტაკებები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარზე, სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან არასწორი გაანგარიშება მოხდა. შეიძლება მათ მოეჩვენათ, რომ სომხეთის თავდაცვისუნარიანობა დაბალი იყო იმ მხარეში, მათ შეეძლოთ შეღწევა სომხეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ისინი სასტიკად შეცდნენ.

ისაუბრა რა აზერბაიჯანისთვის თურქეთის უპირობო მხარდაჭერაზე, მნაცაკანიანმა აღნიშნა, რომ არ უკვირს.

”მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ გაგვაკვირვა თურქეთის პოზიციამ, რაც წარმოადგენს მადესტაბილიზებელ ფაქტორს არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ყველა სხვა მეზობელ რეგიონში. ”ჩვენ უნდა შევახსენოთ, რომ ეს არის სამარცხვინო, კრიმინალური მისია, მისია, რომელიც თავის თავში მოიცავს გასული საუკუნის დასაწყისში განხორციელებული სომეხთა გენოციდის ხსოვნას”, – აღნიშნა სს მინისტრმა.

უპასუხა რა შეკითხვას საერთაშორისო დახმარების თხოვნით სომხეთის მიმართვის შესახებ, მნაცაკანიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთს აქვს თავდაცვის საკუთარი შესაძლებლობები.

”სომხეთი ასევე თანამშრომლობს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სხვა ქვეყნებთან. ჩვენი ქვეყანა ბევრ პარტნიორთან მუშაობს, სომხეთი ასევე თანამშრომლობს ნატო-სთან. სომხეთი ის ქვეყანაა, რომელიც მუშაობს სტაბილურობისთვის, უარყოფს ნებისმიერ სამხედრო გამოსავალს, სამხედრო გზით რეგიონალური პოლიტიკის გატარებას. ჩვენ გადამჭრელად ვეტყვით უარს მსგავს პოლიტიკას დიპლომატიურ ასპარეზზე, და მზად ვიქნებით მის დასაცავად. ”მაგრამ არასტაბილურობის ნებისმიერი სამხედრო გაფართოება და სამხედრო გადაწყვეტილებების დევნა კატასტროფული იქნება მთელი რეგიონისთვის”, – აღნიშნა მან.

შეეხო რა რუსეთის როლთან დაკავშირებულ საკითხს, მნაცაკანიანმა აღნიშნა, რომ რუსეთი ძალიან კონსტრუქციულად მუშაობდა ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლებთან, სომხეთის, არცახისა და აზერბაიჯანისთვის მისაღები  კომპრომისის მოსაძებნად.

 “რაც შეეხება სომხეთსა და არცახს, ჩვენ ვალდებულნი ვართ ბოლომდე მივიდეთ კომპრომისული გადაწყვეტისკენ, რომელიც სიფრთხილითაა შექმნილი ყველა მხარის უსაფრთხოების ინტერესების, უსაფრთხოების საკითხების, ყველა მხარის პრიორიტეტების დასაკმაყოფილებლად. რუსეთი ძალიან ფრთხილად მოქმედებს თავის პოლიტიკაში, ექსკლუზიურად მშვიდობიანი გადაწყვეტილებების მოსაძიებლად. ჩვენ დიდად მივესალმებით ამ პოლიტიკას, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას რუსეთთან და ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფის სხვა თანათავმჯდომარეებთან, საფრანგეთთან და შეერთებულ შტატებთან, სამშვიდობო პროცესის გასაგრძელებლად. ომი ვარიანტი არ არის. ეს არის კატასტროფა მთელი რეგიონისთვის. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ნებისმიერ სამხედრო გამოსავალს ან ომს ჩვენს რეგიონში. ეს არის ჩვენი პოლიტიკა”,- ხაზი გაუსვა მნაცაკანიანმა.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისიდან, ვითარება გაუარესდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტავუშის მონაკვეთზე. 12 ივლისს, ღამის 12:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სცადეს უაზ-ის ავტომანქანით გადაეკვეთათ სრ სახელმწიფო საზღვარი ტავუშის მიმართულებით. სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მანქანა დატოვეს და პოზიციებზე დაბრუნდნენ.

ამის შემდეგ, მტერი რეგულარულად ანახლებს სროლას, როგორც სომხური პოზიციების, ასევე დასახლების მიმართულებით.

16 ივლისს სომხურმა ერთეულებმა აღკვეთეს მოწინააღმდეგის დივერსიული შეღწევადობის მცდელობა. ცხელი ბრძოლის შემდეგ, მოწინააღმდეგე დანაკარგით უკუგდებულ იქნა. შემდეგ, აზერბაიჯანულმა დანაყოფებმა ჭურვმტყორცნების და D-30 ჰაუბიცების გამოყენებით დაიწყეს სოფლების აიგეპარის და მოვსესის დაბომბვა.

18 ივლისის ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანს ჰყავს 13 მსხვერპლი, დაჭრილების შესახებ ინფორმაცია არ გადმოიცემა, სომხურ მხარეს ჰყავს 4 დაღუპული, 36 დაჭრილი (კიდევ 1 მშვიდობიანი მოსახლეობიდან).

ნახეთ მეტი
Back to top button