მთავარიპოლიტიკა

როგორ ფასდება დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობა? ჰოვჰანნისიანმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ბოლო დღეებში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს პოზიტიური დინამიკა დაუფიქსირდათ, გარდა ერთი სამხედრო მოსამსახურისა, რომლის მდგომარეობა  ექიმებმა კვლავ შეაფასეს, როგორც უკიდურესად მძიმე. ინფორმაცია მიაწოდა სრ თავდაცვის მინისტრის წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა იჯევანში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 ”იმ სამხედრო მოსამსახურეებში, რომელთა მდგომარეობა შეფადა როგორც საშუალო სიმძიმის, ექიმებმა შეამჩნიეს დადებით დინამიკა. ”მხოლოდ ერთი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება უკიდურესად რთულ მდგომარეობაში”, – აღნიშნა ჰოვჰანნისიანმა.

აღსანიშნავია, რომ 19 ივლისის ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანს 13 მსხვერპლი ჰყავს, დაჭრილების შესახებ არაფერია ნათქვამი, ხოლო სომხურ მხარეს ჰყავს 4 დაზარალებული, 36 დაჭრილი (კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქეა  – სოფელ აიგეპარის 48 წლის მკვიდრი).

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისიდან, ვითარება გაუარესდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტავუშის მონაკვეთზე. 12 ივლისს, ღამის 12:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სცადეს უაზ- ის ავტომანქანით გადაეკვეთათ სრ სახელმწიფო საზღვარი ტავუშის მიმართულებით. სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მანქანა დატოვეს და პოზიციებზე დაბრუნდნენ.

ამის შემდეგ, მტერი რეგულარულად ანახლებს სროლას, როგორც სომხური პოზიციების, ასევე დასახლების მიმართულებით.

16 ივლისს სომხურმა ერთეულებმა აღკვეთეს მოწინააღმდეგის დივერსიული შეღწევადობის მცდელობა. ცხელი ბრძოლის შემდეგ, მოწინააღმდეგე დანაკარგით უკუგდებულ იქნა. შემდეგ, აზერბაიჯანულმა დანაყოფებმა ჭურვმტყორცნების და D-30 ჰაუბიცების გამოყენებით დაიწყეს სოფლების აიგეპარის და მოვსესის დაბომბვა.

ნახეთ მეტი
Back to top button