პოლიტიკა

რომის პაპმა ფრანცისკმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მშვიდობის დამკვიდრებისკენ მოუწოდა

,,არმენპრესი“ წერს, რომ საკვირაო მარიამის ლოცვის ბოლოს პაპმა ფრანცისკემ სიტყვით მიმართა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს და შეეხო გაეროს მოწოდებას ზოგადი ცეცხლის შეწყვეტისაკენ. ამ კონტექსტში მან ისაუბრა ტავუშის სასაზღვრო ზოლში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ.

როგორც იუწყება “არმენპრესი”, დაიმოწმა რა “ვატიკანის რადიო”, რომის პაპმა კერძოდ აღნიშნა: ”მე განსაკუთრებით და შეშფოთებით ვადევნებ თვალს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კავკასიის რეგიონში შეიარაღებული შეტაკებების ბოლოდროინდელ ესკალაციას”. რომის მღვდელმთავარმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დავალებით, დიალოგისა და კეთილი ნებისყოფის საშუალებით, შესაძლებელი გახდება პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიღწევა ხალხების სასიკეთოდ.

12 ივლისს, ღამის 12:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა უაზ-ის მარკის ავტომანქანით სცადეს გადაელახათ სრ სახელმწიფო საზღვარი ტავუშის მიმართულებით. სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დატოვეს თავიანთი უაზ-ის მარკის ავტომანქანა და დაბრუნდნენ თავიანთ პირვანდელ პოზიციაზე. 13:45 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა გაიმეორეს სომხეთის შეიარაღებული ძალების სასაზღვრო პოზიციის დაკავების მცდელობა, გამოიყენეს საარტილერიო ცეცხლი, მაგრამ მათზე ზეწოლა მოახდინა სომხურმა მხარემ, ზარალით და დანაკარგებით უკუაგდეს. მოგვიანებით, აზერბაიჯანულმა მხარემ განაახლა დაბომბვა, რომელმაც სამიზნედ აირჩია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. 18-19 ივლისის ღამეს, და დღეს დილით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე  შენარჩუნდა შედარებითი სიმშვიდე.

ნახეთ მეტი
Back to top button