საქართველო, დაღესტანი და სომხეთი – ძირძველი აზერბაიჯანული მიწებია: აზერბაიჯანის დემოკრატიული პარტია
,,ინფოტეკა 24“ წერს, რომ ზოგიერთი აზერბაიჯანელი პოლიტიკოსისა და ისტორიკოსის ცინიზმი არასოდეს შეწყვეტს გაოცებას. აზერბაიჯანი თავის ისტორიას XX საუკუნის დასაწყისიდან იწყებს. ნებისმიერი ისტორიკოსი, რომელიც არ გაიყიდა ხიზილალასა და ნავთობპროდუქტებზე, დაადასტურებს, რომ ასეთი სახელმწიფო არ არსებობდა. ამასთან, დიდი აზერბაიჯანის მითის გარშემო კონსოლიდაციის მიზნით, ადგილობრივი ”მეცნიერები” აგრძელებენ ახალი ისტორიის დაწერას. ახლა ირკვევა, რომ არა მხოლოდ სომხეთი, არამედ საქართველო და დაღესტანიც აზერბაიჯანის ისტორიული მიწებია. ამის შესახებ განაცხადა აზერბაიჯანის დემოკრატიული პარტიის (ADP) თავმჯდომარემ სარდარ ჯალალოღლუმ, – იტყობინება Tolishmedia.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი მსგავსი ოპუსი. მანამდე, აზერბაიჯანის ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის აკადემიკოსმა, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატმა, იაგუბ მაჰმუდოვმა განაცხადა, რომ ტიფლისი ძველი აზერბაიჯანული ქალაქია.