
ელექტრონული მმართვის განვითარების 2020 წლის ინდექსით სომხეთმა 19 პუნქტით გააუმჯობესა თავისი პოზიცია. ინფორმაცია ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა სომხეთის ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა.
მან აღნიშნა, რომ გაერომ გამოაქვეყნა ელექტრონული მთავრობის განვითარების ინდექსი – 2020, სადაც სომხეთმა გააუმჯობესა თავისი პოზიცია 19 პუნქტით, თუ შევადარებთ, მას 2018 წელს 68-ე ადგილი უკავია 193 ქვეყანას შორის.
თანაც ზღვაზე გასავლის არ მქონე ქვეყნებს შორის სომხეთი მეორე ადგილზეა მსოფლიოში, რომელიც ჩამორჩება მხოლოდ ყაზახეთს.
”ჩვენ გვინდა, რომ ჩამოვაყალიბოთ ტექნოლოგიურად მოწინავე, მძლავრი და ინოვაციური ქვეყანა, შევქმნათ სახელმწიფო სისტემა, რომელიც გაუძლებს ნებისმიერ გამოწვევას, ხოლო დიგიტალიზაცია და ელექტრონული მთავრობა მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ მიზნების მისაღწევად”, – წერს ავინიანი. .
ავინიანის თქმით, კვლევის შედეგების თანახმად, სომხეთმა ასევე მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თავისი პოზიცია ელექტრონული მონაწილეობის ინდექსში, რის შედეგადაც იგი შევიდა ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ქვეყნების ჯგუფში.
უნდა აღინიშნოს, რომ გაეროს ელექტრონული მთავრობა 2018 კვლევის თანახმად, ელექტრონული მართვის განვითარების ინდექსში სომხეთს 0.5944 მაჩვენებელი ჰქონდა, ხოლო 2020 წელს ეს უმაჩვენებელი 0.7136 გახდა.