მთავარიპოლიტიკა

ტავუშის სოფელ მოვსესში ქორწილი იყო. ხალხი ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ ტავუშის სასაზღვრო თემებში მოსახლეობამ დაიწყო სასოფლო სამეურნეო სამუშაოების სრულად განხორციელება. ეს ნიშნავს, რომ ტავუშში ცხოვრება უბრუნდება თავის ნორმალურ კალაპოტს. ამის შესახებ ინფორმაცია, იჯევანში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინატავუშის გუბერნატორმა ჰაიკ ჩობანიანმა.

”სახელმწიფო, მთავრობა ჩვენს მოსახლეობას ზურგში უდგას, დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ შეგვიძლია გადავჭრას ჩვენს წინაშე დასნმული პრობლემები”, ”უფრო მეტიც, დღეს ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ სოფელ მოვსესის ეკლესიაში ჯვრისწერის ცერემონიალში, რაც ძალიან ლამაზია, ამიტომ ხალხი დაუბრუნდა მათ ნორმალურ ცხოვრებას”, – აღნიშნა გუბერნატორმა.

სხვათა შორის, ერევნის დეპუტატობის წევრმა ლევონ ზაქარიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ჯვრიოსწერის სურათი  სოფელ მოვსესში და აცნობა, რომ ქორწილის ნათლია იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არაიკ ჰარუთიუნიანი.

შეეხო რა თავშესაფრების თემას, ჩობანიანმა აღნიშნა, რომ სასაზღვრო თემების ყველა სკოლაში უნდა იყოს თავშესაფრები. არ აქვს მნიშვნელობა ეს სასწავლო შვებულებაა, თუ არა, ეს თავშესაფრები  მზად უნდა იყოს მოქალაქეებისთვის, რადგან ნებისმიერ მომენტში შეიძლება იყოს დაბომბვა.

”უახლოეს მომავალში ჩვენ არა მხოლოდ თავშესაფრების პერსონალს გავზრდით, არამედ ჩვენი სპეციალისტები, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სპეციალისტებთან თანამშრომლობით, გარკვეულ ტექნიკურ და საინჟინრო შესწორებებს გააკეთებენ. ”ჩვენ ვგეგმავთ ახალი თავშესაფრების შექმნას, როგორც სკოლებში, ასევე სკოლების მიმდებარედ”, – აღნიშნა ჩობანიანმა.

გუბერნატორმა აცნობა, რომ ისინი ესაუბრნენ ზიანის ანაზღაურების კომისიას, მიმდინარეობს სამუშაოები, რომ მათ არ აქვთ პრობლემა სამუშაოების დროულად დასრულების მხრივ. ”მალე ჩვენ გვექნება ვითარების სრული შეფასება”,-აღნიშნა ჩობანიანმა.

მისი თქმით, სიტუაცია მთლიანად კონტროლდება, და ტავუშში ცხოვრობს ღირსეული საზოგადოება, ამიტომ არ არის საჭირო გულშემზარავი განცხადებების გაკეთება სოციალურ ქსელებში.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისიდან, ვითარება გაუარესდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტავუშის მონაკვეთზე. 12 ივლისს, ღამის 12:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სცადეს უაზ-ის ავტომანქანით გადაეკვეთათ სრ სახელმწიფო საზღვარი ტავუშის მიმართულებით. სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მანქანა დატოვეს და პოზიციებზე დაბრუნდნენ.

ამის შემდეგ, მტერი რეგულარულად ანახლებს სროლას, როგორც სომხური პოზიციების, ასევე დასახლების მიმართულებით.

16 ივლისს სომხურმა ერთეულებმა აღკვეთეს მოწინააღმდეგის დივერსიული შეღწევადობის მცდელობა. ცხელი ბრძოლის შემდეგ, მოწინააღმდეგე დანაკარგით უკუგდებულ იქნა. შემდეგ, აზერბაიჯანულმა დანაყოფებმა ჭურვმტყორცნების და D-30 ჰაუბიცების გამოყენებით დაიწყეს სოფლების აიგეპარის და მოვსესის დაბომბვა.

18 ივლისის ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანს ჰყავს 13 მსხვერპლი, დაჭრილების შესახებ ინფორმაცია არ გადმოიცემა, სომხურ მხარეს ჰყავს 4 დაღუპული, 36 დაჭრილი (კიდევ 1 მშვიდობიანი მოსახლეობიდან).

ნახეთ მეტი
Back to top button