ტავუშის შეტევის შედეგად მომხდარი ბიძგები. ბაქოში კოშმარული ვითარებაა

,,1in.am” წერს, რომ მართალია, ტავუშის პროვოცირება ყველაზე სერიოზული ინციდენტი იყო აპრილის ომის შემდეგ, სინამდვილეში, მას ადგილობრივი ხასიათი ჰქონდა. მაგრამ აზერბაიჯანის ქვეშ მიწა ისეთი მერყევი გახდა, რომ ასეთმა ადგილობრივმა ინციდენტმაც კი შეარყია აზერბაიჯანისა და თურქეთის საფუძვლები. ბიძგები ჯერ კიდევ გრძელდება და ბაქო უფრო ღრმად იძირება თავის ნანგრევებში.
პირველი დარტყმა იყო მაღალი რანგის აზერბაიჯანელი ოფიცრების, მათ შორის გენერლის განადგურება. ბაქო მიხვდა, რომ დასრულდა ის დრო, როდესაც შეიძლებოდა მოსკოვში დარეკვა და შემდეგ მოსკოვიდან სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დარეკვა. ახლა საჭირო იქნება უშუალოდ სომხებთან საუბარი, სომხები კი ყოველთვის არ არიან კავშირში.
შემდეგ გაირკვა, რომ ეგრეთ წოდებული უპილოტო მფრინავი აპარატები, რომელიც აპრილის ომის დროს სომეხებისთვის უსიამოვნო სიურპრიზი იყო, უკვე საშიში აღარაა. ათეულზე მეტი უპილოტო მფრინავი აპარატი იქნა განადგურებული, მათ შორის ძვირადღირებული დრონი, რომლის ღირებულებაა 30 მილიონი აშშ დოლარი.
არ გამოვიდა ბაქოს ის გათვლა, რომ სომხები დარტყმას განახორციელებდნენ გაზსადენებზე, რომლითაც აზერბაიჯანული გაზი ევროპაში უნდა გავიდეს. აზერბაიჯანი და თურქეთი იმედოვნებდნენ ევროპის დატერორებას და აეძულებინათ ისინი, რომ სანქციები დაეკისრებინათ სომხეთისთვის.
ასევე ვერ მოხერხდა აზერბაიჯანის გენერალური შტაბის მზაკვრული გეგმა, რომლითაც სომხეთს დახმარებისთვის უნდა მიემართა კუხოსთვის, რუსეთი ჩარეულიყო, ხოლო თურქეთს აზერბაიჯანში ჯარების შეყვანის შესაძლებლობა მიეღო.
ამ წარუმატებლობის შემდეგ მოხდა მეორე მარცხი, როდესაც ალიევმა თავის დიპლომატებს უწოდა მოღალატე და გაათავისუფლა საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ცნობილი იყო მისი დიპლომატიური თავშეკავებით და არ ლაპარაკობდა სისულელეებზე “ძველი აზერბაიჯანისა და ერევანის” შესახებ. აზერბაიჯანი ამ საკითხშიც შიშველია: გამოდის, რომ ბაქოს მთელი ამ წლების განმავლობაში არ ჰქონია საკუთარი დიპლომატია და სიშიშვლე დაფარა მოსკოვმა.
კიდევ ერთი შემდგომი დარტყმა მოხდა, როდესაც ალიევმა აღიარა, რომ ქუჩაში გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანიდან, მხოლოდ 150 ჩაეწერა მოხალისედ.
შემდეგი დარტყმა საერთაშორისო ასპარეზზე იქნა მიღებული. აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც კი განაცხადა, რომ მან არ მიიღო მხარდაჭერა იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც თავს ბაქოს მოკავშირედ უწოდებენ. უფრო მეტიც, აშშ-ს კონგრესში შეიძლება განხილულ იქნას აზერბაიჯანისთვის სამხედრო გადანაწილების შეჩერების საკითხი, რომელიც ბაქოში აღიქმებოდა, როგორც ნამდვილი კოშმარი.
მაგრამ ბაქომ ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმის შესახებ საშინელი მუქარის შემდეგ. აქ უკვე, მათ, ვინც აზერბაიჯანს უჭერდა მხარს, საფეთქელთან თითის ტრიალი დაიწყეს, ბაქოს ადმინისტრაციაში ნუთუ ყველაფერი ასე სერიოზულია?
ამ დროს აზერბაიჯანმა ომი “გარგარის” ბაზარზე გადაიტანა. ჯერ გავრცელდა კადრები, თუ როგორ ჭყლეტდნენ ფეხით აზერბაიჯანელები გარგარს, შემდეგ ნათელი გახდა, მოსკოვის ბაზარმა, რომლის მესაკუთრეები არიან აზერბაიჯანელი ებრაელები, არ მიიღეს სომხური სატვირთო ავტომანქანები. მოსკოველი სომხებიც შეიკრიბნენ და იყიდეს გარგარი.
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მთავრობების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა პროვოკაციას მიმართა და შეკრებილთაგან არცერთი არ შეეკამათა. ამის შემდეგ, ბაქოში აღშფოთდნენ მეგობრული ყაზახეთის “დუმილით”.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შავარშ ქოჩარიანმა დაადასტურა, რომ სომხეთმა დახმარებისთვის კი არ მიმართა კუხო-ს, არამედ მხოლოდ ინფორმაცია მიაწოდა ვითარების შესახებ, აზერბაიჯანში კი შესაძლოა, ხელისუფლების სრული შეცვლა მოხდეს, პრეზიდენტამდეც კი.