მთავარიპოლიტიკა

დამირეკეს და ფულის სანაცვლოდ კომენტარის გაკეთება მომთხოვეს, რომ სომხეთმა მიზანში ამოიღო აზერბაიჯანის ნავთობის სფერო․ რუსი ეკონომისტი

,,Lragir.am“ წერს, რომ რუსი ეკონომისტი, პოლიტიკოსი, გლობალიზაციის პრობლემების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, რუსეთის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი, მიხეილ დელიაგინი თავის ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ ერთ – ერთმა რუსულმა მედიასაშუალებამ მას სთხოვა თანხის სანაცვლოდ კომენტარი გაეკეთებინა პრო-აზერბაიჯანული პოზიციის შესახებ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით.

დელიაგინმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ მოსკოვის ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ დაურეკა და სთხოვა თანხის მიმართ კომენტარი გაეკეთებინა, რომ თითქოს ”სომხეთმა კონფლიქტი გააღვივა აზერბაიჯანთან, ამ უკანასკნელის ნავთობის სფეროზე გამიზნებით”. ,,ჩემს კითხვაზე, თუ რატომ სომხეთი და კონფლიქტის რომელ მხარესაა აზერბაიჯანული ნავთობის ობიექტები, მოსკოვის მედიის ეკონომიკური განყოფილების რედაქტორი პასუხობს, რომ “ეს მხოლოდ ბაქოს პოზიციაა”, – წერს დელიაგინი და კითხვას სვამს: ,,თუ ხვალ უცბად ბაქოს პოზიცია გახდეს, რომ სომეხთა გენოციდი ჩაიდინეს რუსებმა, მოსკოვის მედია თანხის სანაცვლოდ დაიწყებს ამის დამადასტურებელი კომენტარების შეგროვებას?”.

ნახეთ მეტი
Back to top button