მთავარიპოლიტიკა

„ეს არის დეზინფორმაცია” – საქართველომ უპასუხა სომხეთისთვის ნაღმტყორცნელების მიწოდების კითხვას

უფრო ადრე  haqqin.az- მა,  სამხედრო წყაროების მითითებით, განაცხადა, რომ თავდასხმიდან რამდენიმე დღის წინ სერბეთიდან სომხეთში სხვადასხვა კალიბრის მრავალრიცხოვანი ნაღმტყორცნელი საქართველოზე გავლით ჩაიტანესო.  წერს armeniasputnik.am-ი.

საქართველოს ახალი ამბების სააგენტოს Interpressnews-ის  კითხვაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს  ერთმანეთთან აკავშირებთ სტრატეგიული  თანამშრომლობა და ორ ხალხს შორის ხანგრძლივი  მეგობრობა, რაც ვითარდება და ღრმავდება.

”ერთ-ერთმა აზერბაიჯანულმა მედია საშუალებამ გამოაქვეყნა დეზინფორმაციული პუბლიკაცია, რომელშიც არაერთი უზუსტობაა”, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

აღინიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სინანულს გამოთქვამს, რომ “აზერბაიჯანული ონლაინ პერიოდული გამოცემები მიკერძოებულად წარმოაჩენენ ფაქტებს, აბნევენ საზოგადოებას და ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ ქართულ-აზერბაიჯანულ სტრატეგიულ  პარტნიორობასა და მეგობრობას”.

ნახეთ მეტი
Back to top button