მთავარისაზოგადოება

საქართველო არ არის ურთიერთობების გარკვევის ადგილი: საქართველოს სომხური სათვისტომო მხარს უჭერს სომხეთს

როგორც „ალიქ მედია“ წერს, საქართველოს სომეხთა საზოგადოების ინიციატივით,  თბილისში სომხეთის საელჩოს ტერიტორიაზე გამართეს სომხეთის მხარდასაჭერი აქცია.  შეკრებილების ერთ-ერთი მთავარი მესიჯი ეხება საქართველოს სომეხებს – არ დაემორჩილონ პროვოკაციებს, გამოიჩონონ მაღალი მოქალაქეობრივი  პასუხისმგებლობა.  სიტყვით მიმართეს  აზერბაიჯანის მოსახლეობასაც, როგორც ორგანიზაციის წევრები აცხადებენ “საქართველო არ არის ურთიერთობების გარკვევის  ადგილი”.   საქართველოს საელჩოს თანამშრომლებმა მადლობა გადაუხადეს ორგანიზაციას მხარდაჭერისთვის.

საქართველოს სომეხთა ახალგაზრდული საზოგადოების ხელმძღვანელმა არტურ მირზოიანმა ალიკ მედიას განუცხადა, რომ მომიტინგეები შეინარჩუნებენ სოციალურ დისტანციას და დაიცავენ  ყველა შეზღუდვას.

”იმ პერიოდში, როდესაც მთელი მსოფლიო უჩინარ მტერს ებრძვის, აზერბაიჯანი გლობალური არეულობით სარგებლებს და აგრესიას აჩვენებს სომხეთ-აზერბაიჯანული კონტაქტის ხაზზე, შემდეგ კი ყოველივე ამაში სომხეთს ადანაშაულებს.  ის ემუქრება სომხეთის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებით რაშიც მას  თურქეთის ოფიციალური მხარდაჭერაც აქვს.  ყოველივე ეს  ტერორისტულ საფრთხეს წარმოადგენს მთელი რეგიონისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. ჩვენ ასევე ვგმობთ აზერბაიჯანის მიერ მართვადი ჯგუფების  მცდელობას, გადმოიტანონ ეთნიკური სიძულვილი საქართველოში. ”საქართველო არის ყველა ჩვენგანის სამშობლო და სახლი.  ის ვერ იქნება ურთიერთობების გარკვევის ადგილი”, – თქვა არტურ მირზოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button