მთავარისაზოგადოება

“სიყალბე”- სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანულ პრესაში გამოქვეყნებულ ცნობას

თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ასეთ შემთხვევებში ისინი პირველები იქნებიან, რომლებიც ინფორმაციას გაავრცელებენ

როგორც „სპუტნიკი -არმენია“ წერს,  სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 2 სომხური  დრონი ჩამოაგდეს.

„სიყალბეა:  გთხოვთ  დაწყნარდეთ,  თუ ასეთი შემთხვევა გვექნებოდაჩვენ პირველები გავავრცელებდით ინფორმაციას“,- თქვა თს სპიკერმა შუშან სტეპანიანმა  „სპუტნიკ-არმენია“-ს კორესპოდენტთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ დღეს აზერბაიჯანულმა APA სააგენტომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სომხეთის შეიარაღებული ძალების დრონები ღამით ცდილობდნენ სადაზვერვო ფრენების განხორციელებას აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით, მაგრამ განადგურებულნი იქნენ.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტავუშის მონაკვეთზე ბოლოდროინდელი ესკალაციის გამო, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დააზიანეს 13 უპილოტო მოწყობილობა, მათ შორის ისრაელის წარმოების  Elbit Hermes 900, რომელიც 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირდა, ხოლო SkyStriker   დრონი კი უვნებლად აღმოჩნდა სომხეთის შეიარარებული ძალების ხელში.

ნახეთ მეტი
Back to top button