მთავარიპოლიტიკა

სომეხთა შეიარაღებული ძალები მიუწვდომელს მიწვდნენ: უსიამოვნო სიურპრიზი ისრაელისთვის

როგორც Lragir.am -ი წერს, ისრაელის კომპანია Elbit Systems-ის მიერ წარმოებული 30 მილიონი დოლარის ღირებულების სტრატეგიული უპილოტო მფრინავი აპარატი Hermes 900 ჩამოგდებული იქნა  14 ივლისს სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ  გათანამედროვებული  საჰაერო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ოსა-აკ“-თი.

Hermes 900 არის მოწყობილობა, რომელიც აღჭურვილია ციფრული კომუნიკაციით, დაზვერვით, კონტროლით და მრავალი სხვა სისტემით. Elbit Systems– ის ისრაელელი კონსტრუქტორის თანახმად, მხოლოდ სრულყოფილ გულუბრყვილოს შეუძლია ასეთი უპილოტო მოწყობილობა დარტყმის ქვეშ მოაქციოს და დაუშვას ამ  არმიის „მფრინავი ტვინის“ განადგურება.    12 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით ჩამოგდებული იქნა 13 დრონი, რომლიდანაც 10 მოიერიშე  იყო.

მხოლოდ 2012 წელს ბაქომ  ისრაელისაგან იყიდა  1.6 მილიარდი დოლარის ღირებულების გამანადგურებელი თვითმფრინავები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.  ახლახან ისრაელურ მედიაში სკანდალური ცნობები გავრცელდა, რომ ისრაელმა სპეციალისტებმა ერთხელ ამ მოწყობილობების ტესტირება მოახდინეს არცახის სომეხთა წინააღმდეგ, ანუ ”რეალურ საბრძოლო რეჟიმში”. აპრილის ომის დროს სომხურ მხარეს უჭირდა ამ მოწყობილობებთან ბრძოლა, მაგრამ ტავუშის ბრძოლების დროს, ჩვენმა ჯარისკაცებმა აჩვენეს სრული უპირატესობა, მათ შორის, ჩამოაგდეს Hermes 900, რომელიც აქამდე მიუწვდომლად ითვლებოდა.

პრობლემას  გარდა სტრატეგიულისა  სხვა ასპექტებიც გააჩნია. კერძოდ, ისრაელის სამხედრო ინდუსტრიამ მძიმე დარტყმა მიიღო, განსაკუთრებით იმიჯის თვალსაზრისით. არ აქვს მნიშვნელობა, რომ პრობლემა გადააწერეს აზერბაიჯანელი სამხედროების უვიცობას. ამ შემთხვევაში, ჩნდება კითხვა, მომავალში ისრაელელი სპეციალისტები კიდევ  გამოიყენებენ თუ არა ამ მოწყობილობებს სომხების წინააღმდეგ, როგორც ადრე, იმისათვის, რომ დაზოგონ დიდი თანხები და შეინარჩუნონ იმიჯი.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია უნიკალური ბაზაა ისრაელისთვის ირანის წინააღმდეგ და მას შეიძლება ჰქონდეს “უნივერსალური” გამოყენება, მათ შორის ტესტირების თვალსაზრისით.

სომხეთი ისრაელში  საელჩოს ხსნის და ჩვენი დიპლომატების ამოცანაა, ხელი შეუშალოს ამგვარი მოვლენების განვითარებას. ზოგადად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის  მხარდაჭერა მათ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

ნახეთ მეტი
Back to top button