სომხეთში დაფიქსირდა 273 ახალი შემთხვევა ერთ დღეში

ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სომხეთში გაიზარდა 273-ით და გახდა 35254 ადამიანი. ინფორმაციას გვაწვდის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული ცენტრი.
ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის 10171 (-449) ადამიანი რეალურად მკურნალობს, ჩატარებულია 148180 (+1072) ტესტირება, ინფიცირებულთაგან 24206 ადამიანი გამოჯანმრთელდა (+704). დაფიქსირდა 662 (+12) გარდაცვალება. სხვა მიზეზების გამო დაღუპულთა საერთო რაოდენობაა 215 (+5). 20 ივლისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 34 981 იყო.
შეგახსენებთ, რომ 16 მარტიდან სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც უკვე რამდენჯერმე გაგრძელდა. გაფართოებული საგანგებო მდგომარეობის პირობები შეიცვალა. დაშვებულია მრავალი ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ დადგენილია სავალდებულო მოთხოვნები.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი სომხეთში 18 მაისიდან ფუნქციონირებს, მაგრამ მგზავრებს და მძღოლს უნდა ეცვათ დამცავი ნიღბები და ხელთათმანები.
ასევე სავალდებულოა ნიღბის გამოყენება საზოგადოებრივ ღია ადგილებში. მხოლოდ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ველოსიპედისტებს, მოვარჯიშეებს, ქრონიკული რესპირატორული დაავადებებისა და გულის უკმარისობის მქონე პირებს (ამ უკანასკნელებს უნდა ჰქონდეს სამედიცინო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს დაავადების ფაქტს) შეუძლიათ ნიღაბი არ ატარონ.
13 ივლისს მთავრობამ გადაწყვიტა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება 12 აგვისტომდე.