კულტურა

შეკვეთილის დენდროლოგიურმა პარკმა 4 დღეში 100000 ვიზიტორი მიიღო

,,ალიქ მედია“ წერს, რომ 100000-ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა მმართველი პარტიის ,,ქართული ოცნება» დამფუძნებლის მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებული დენდროლოგიური ბაღი. პარკი 4 დღის წინ, 15 ივლისს გაიხსნა. შესვლა უფასოა.

პარკი გახსნანდე მოინახულა  პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქალიშვილთან ერთად და ვიზიტის ფოტო განათავსა პრემიერ-მინისტრის ფეისბუქის გვერდზე.

დენდროლოგიური ბაღის მთავარი სავიზიტო ბარათია 150 სახეობის ხე, რომელიც ივანიშვილმა წლების განმავლობაში შეიძინა და საქართველოში ჩამოიტანა.

პარკში არის ბამბუკის ხეები, ხელოვნური წყალსაცავი, რომლის გარშემო ბინადრობს 54 სახეობის ფრინველი, ეგზოტიკურის  ჩათვლით.

შესასვლელში არის რიგები, თერმოსკრინინგის დროს სოციალური მანძილის დაცვა რთულია.

ნახეთ მეტი
Back to top button