
21 ივლისს, ღამის 10:30 საათზე, მტრის სპეცრაზმმა კიდევ ერთი შეტევა წამოიწყო “უშიშარი” პოზიციის მიმართულებით. სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს შეტევა, რის შედეგადაც მტერს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. სომხურ მხარეს დანაკარგი არ აქვს. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა შუშან სტეპანიანმა.
წინასწარი მონაცემებით, გარდა ზარალისა მტერმა „ხაფანგში მოქცეული“ ჯარისკაცებიც მიატოვა.
სომხეთის თავდაცვის მინისტრის წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვჰანესიანმა თავის Facebook გვერდზე ჩანაწერი გააკეთა: „ალიევის „სპეცრაზმი“ მომწყვდეულია ხაფანგში“.