მთავარიპოლიტიკა

“არა ომს” – მშვიდობიანი მიტინგი ჯავახეთში

,,Armradio.am“ წერს, რომ ახალქალაქის სტადიონზე გაიმართა ჯავახელ სომეხთა მშვიდობიანი მიტინგი  აზერბაიჯანული აგრესიის წინააღმდეგ, იუწყება aliq.ge.

ათასობით ადამიანი შეიკრიბა, როგორც ახალქალაქის, ასევე ნინოწმინდის რეგიონიდან, რათა გამოეხატათ თავიანთი მხარდაჭერა და ერთიანობა სომხეთისთვის, დიასპორასა და სომეხი ხალხისთვის.

ლოზუნგით „არა ომს“, ჯავახეთის სომხებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით და აზერბაიჯანელთა ჯგუფის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო პერიოდში განხორციელებული აქციის შესახებ. მომიტინგეებმა ეს ნაბიჯი პროვოკაციად შეაფასეს და იმედი გამოთქვეს, რომ აღარ მოხდება მსგავსი ინციდენტები და არ იქნება პროვოცირებული კონფლიქტი ეთნიკურ ნიადაგზე.

მათივე თქმით, სომხები და აზერბაიჯანელები მშვიდობიანად ცხოვრობენ საქართველოში, არ არის საჭირო ურთიერთობების გაფუჭება, ხოლო მათ, ვინც პროვოცირებას და საომარ მოქმედებებს ეძებს, შეუძლია ომის ველზე წასვლა.

აქცია დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც მონაწილეებმა ახალქალაქის სტადიონზე იცეკვეს ქოჩარი.

ნახეთ მეტი
Back to top button