გუშინდელი დღიდან ტავუშის რაიონის სასაზღვრო სოფლებში ვარ. ანა ჰაკობიანმა გამოაქვეყნა ფოტოები (ფოტო)

,,News.am” გუშინდლიდან ტავუშის რაიონის სასაზღვრო სოფლებში ვარ. მე მოვინახულე სოფლები: ჩინარი, მოვსესი, აიგეპარი, ნერქინ კარმირაღბიური და ქალაქი ბერდი. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა პრემიერ-მინისტრის მეუღლემ ანა ჰაკობიანმა.

მან, კერძოდ, აღნიშნა: ”ჩემი ვიზიტის მიზანი არის სასაზღვრო თემებში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების წახალისება, იმის ჩვენება, რომ ჩვენ მათთან ვართ არა მხოლოდ გონებრივად, არამედ ფიზიკურადაც.

ამ პოსტთან ერთად და იმ ფოტოებზე, რომლებიც მოგვიანებით გამოქვეყნდება, მე წარმოგიდგენთ იმ ადამიანებს, რომლებთანაც ვიყავი სტუმრად, ვისთანაც მოვახერხე კომუნიკაცია.

ჩვენ სახეზე უნდა ვცნობდეთ გმირულ ოჯახებს და მათ წევრებს, დაწყებულს შვილებიდან ბებია-ბაბუამდე, ორსულ პატარძლებამდე, სამხედრო მსახურ მამებამდე და მზრუნველ, მაგრამ ლამაზ და მომღიმარ დედებამდე, რომლებიც ზურგს უმაგრებენ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს.

მიუხედავად იმისა, რომ დაიღალნენ დაბომბვისა და სროლისგან, მაგრამ უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ოდესმე, გამძლე, ვიდრე ოდესმე და, ყველაზე მეტად, ამაყობენ, რომ სომხები არიან, სომხეთის ღირსეული და გამარჯვებული მოქალაქეები.
ყველა დანარჩენი საკითხი მოგვარდება”.