
ერევანში ჟურნალისტებს უჩვენეს აზერბაიჯანული უპილოტო მოწყობილობები, რომლებიც სომხურმა მხარემ ჩამოაგდო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განხორციელებული ბოლო საომარი მოქმედებების დროს. ოთხი დღის განმავლობაში აქტიური საომარი მოქმედებების დროს სომეხმა სამხედროებმა ჩამოაგდეს 14 დრონი: 10 დამრტყმელი, ერთი სტრატეგიული და სამი სადაზვერვო. ყველა უპილოტო მოწყობილობა დამზადებულია ისრაელში.
ამ ბოლო დროს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულმა საბრძოლო მოვლენებმა გააბათილეს მითი ისრაელის საბრძოლო ტექნიკის უძლეველობის შესახებ.






