მთავარისაზოგადოება

სომხეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მცირე , მაგრამ დადებითი ძვრები გვაქვს: ნიკოლ ფაშინიანი (ვიდეო)

ჩვენ ძალიან მცირე პოზიტიური ძვრა გვაქვს სომხეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

„სომხეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგად, ჩვენ ძალიან მცირე პოზიტიური ძვრა გვაქვს. ამასთან, ეს არ ნიშნავს რომ სიფხიზლე უნდა მოვადუნოთ, პირიქით, ჩვენი  მოქმედება უნდა გახდეს უფრო თანმიმდევრული, რომ ვირუსის გავრცელება შესუსტდეს.მხოლოდ ამის შედეგად  შევძლებთ მნიშვნელოვნად შევამციროთ ახალი შემთხვევები.

„ძვირფასო მოქალაქეებო, გააგრძელეთ წესების დაცვა: ატარეთ ნიღბები, შეინარჩუნეთ სოციალური დისტანცია და რეგულარულად დაიბანეთ  ხელები“, – წერს იგი.

ნახეთ მეტი
Back to top button