მთავარისაზოგადოება

439 ახალი შემთხვევა ერთ დღეში. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 35,693 გახდა

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სომხეთში გაიზარდა 439-ით და გახდა 35,693. ინფორმაციას გვაწვდის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული ცენტრი.

ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის რეალურად მკურნალობს 10,032 ადამიანი, ჩატარებულია 149,898 ტესტირება, ინფიცირებულთა 24,766 გამოჯანმრთელდა. დაფიქსირდა 678 (+16) გარდაცვალება. სხვა მიზეზების გამო დაღუპულთა საერთო რაოდენობაა 217 (+2).

21 ივლისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 35,254 შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ 16 მარტიდან სომხეთში საგანგებო მდგომარეობა შეიქმნა, რომელიც უკვე რამდენჯერმე გახანგრძლივდა. გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობის პირობები შეიცვალა. დაშვებულია მრავალი ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ დადგენილია სავალდებულო მოთხოვნები.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი სომხეთში 18 მაისიდან ფუნქციონირებს, მაგრამ მგზავრებს და მძღოლს უნდა ეცვათ დამცავი ნიღბები და ხელთათმანები.

ასევე სავალდებულოა ნიღბის ტარება საზოგადოებრივ ღია ადგილებში. მხოლოდ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ველოსიპედისტებს, მოვარჯიშეებს, ქრონიკული რესპირატორული დაავადებებისა და გულის უკმარისობის მქონე პირებს (ამ უკანასკნელს უნდა ჰქონდეს სამედიცინო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს დაავადების ფაქტს) შეუძლიათ არ ატარონ ნიღაბი.

13 ივლისს მთავრობამ გადაწყვიტა საგანგებო მდგომარეობის  12 აგვისტომდე გახანგრძლივება.

ნახეთ მეტი
Back to top button