
ამ დღეებში სომხური სამხედრო ტექნიკის ზეძლიერმა შესაძლებლობებმა გააკვირვა მთელი მსოფლიო. სომხეთი აღიარებული იქნა მსოფლიოს განვითარებული და ძლიერი სამხედრო-ტექნიკური ქვეყნების რიცხვში. მან სერიოზული განაცხადი შეიტანა სამხედრო ტექნიკის წარმოების სფეროში.

ტავუშის ბრძოლებისას სომხური წარმოების სამხედრო ტექნიკა გამოყენებული იქნა პირველად და მან წარმატებით ჩააბარა გამოცდა.

ამ მოვლენებთან ერთად გავრცელებული იქნა მეტად საყურადღებო ვიდეოფირი, სადაც წარმოდგენილია სომხური წარმოების სამხედრო რობოტი, რომელიც მეტად ოსტატურად ასრულებს სხვადასხვა საბრძოლო დავალებებს.
როგორც ვიდეო ფირზე ჩანს, რობოტი საბრძოლო ბრძანებებს თავს ართმევს არა მარტო გაშლილ ველზე, მრავალსართულიან შენობებშიც კი.

რობოტი იმართება საკმაოდ დაშორებიდან, რაც საშუალებას იძლევა რობოტის მმართვის პუნქტი იყოს საბრძოლო ადგილიდან უსაფრთხო სიტუაციაში.
რობოტის შესაძლებლობებს წარმოგიდგენთ ქვემოთ მოყვანილ ვიდეოჩანაწერიში .