
,,Lragir.am” წერს,რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აჩვენეს ტავუშის სამხედრო ოპერაციების დროს ჩამოგდებული უპილოტო მფრინავი აპარატების ფრაგმენტები. საჰაერო თავდაცვის ჯარების უფროსის მოადგილის, პოლკოვნიკ გარიკ მოვსისიანის თქმით, სამ-ოთხ დღიანი ბრძოლის დროს, სომხურმა მხარემ ჩამოაგდო 10 მოიერიშე, სამი სადაზვერვო და ერთი სტრატეგიული დანიშნულების უპილოტო მფრინავი აპარატი.
ცნობილია, მაგალითად, რომ სომხურმა მხარემ ჩამოაგდო ისრაელის წარმოების საკმაოდ მაღალი იმიჯის მქონე სტრატეგიულ-სადაზვერვო მნიშვნელობის Hermes 900 მოწყობილობა, რომელიც მონაცემების მიხედვით პირველად განადგურდა.
აზერბაიჯანის მიერ გამოყენებული და დაზიანებული დანარჩენი უპილოტო მფრინავი აპარატებიც დამზადებულია ისრაელში. ტავუშში განვითარებული მოვლენების პარალელურად, არცახიდან გავრცელდა ერთი ინფორმაციაც, რომ თავდაცვის არმიის საჰაერო საზენიტო ძალებმა ჩამოაგდეს ისრაელის მიერ წარმოებული აზერბაიჯანული სადაზვერვო უპილოტო მფრინავი აპარატი.
ფაქტობრივად, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე დღის განმავლობაში გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს ე.წ აზერბაიჯანულ საჰაერო დამრტყმელ ძალას, რამაც, ამავდროულად ფაქტობრივად დარტყმის ქვეშ დააყენა ისრაელის მიერ წარმნოებული შეიარაღების რეიტინგი.
მეორეს მხრივ, ასევე ნათელია, რომ ისრაელის შეიარაღება საუკეთესოთა შორისაა მსოფლიოში, უბრალოდ ამ შემთხვევაში მათ მიერ გამოყენებული არმია მსოფლიოში ერთ – ერთი ყველაზე უარესი იყო. დიდი ანგარიშით, აზერბაიჯანის შემთხვევაში, ტერმინს ,,არმია“ შეიძლება ჰქონდეს პირობითი გამოყენება, რადგან, როგორც აპრილის ომმა აჩვენა, ტავუშის ივლისის მოქმედებებმა კი დაადასტურეს, რომ აზერბაიჯანში არ არსებობს არმია, არსებობს ნავთობდოლარები და მათი საშუალებით შეძენილი ძვირადღირებული შეიარაღება.
ამავე დროს, ეს ვითარება სომხური არმიის და სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის თვლემისთვის კი არ უნდა იყოს, არამედ, პირიქით, სტიმული იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს მისი შესაძლებლობები. ამ გაგებით კი, საგულისხმოა არა მხოლოდ ის, რომ სომხურმა ძალებმა მოახდინეს უპილოტო მფრინავი აპარატების “ფოთოლცვენა”, არამედ ის, რომ პირველად საბრძოლო მოქმედებებში და მაღალი ეფექტურობით, გამოყენებულ იქნა სომხური წარმოების მოიერიშე უპილოტო მფრინავი აპარატები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტავუშში დაფიქსირდა სომხური არმიისა და სომხური სამხედრო ინდუსტრიის ერთობლივი წარმატება.
უფრო მეტიც, აქ სომხეთის ცაზე ისრაელის უპილოტოების ნიშანში ამოღებამ შეიძლება ახალი შესაძლებლობა გაუხსნას სომხეთს სამხედრო-ტექნიკური შესაძლებლობების გასაფართოებლად. საქმე იმაშია, რომ პრაქტიკაში მოხდა ორი ეგრეთ წოდებული სამხედრო-ინდუსტრიული და სამეცნიერო იდეის, სომხური და ისრაელურის შეტაკება და ეს მოხდა აზერბაიჯანის არაკომპეტენტური „შუამავლობით“.
მეორეს მხრივ, ეჭვგარეშეა, რომ ერევანს და ტელ ავივს აქვთ საერთო მუშაობის ხელშესახები სფერო, და სამხედრო ინდუსტრია, გარკვეულწილად, შეიძლება იყოს ამ დარგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.