პოლიტიკა

ვერ გავხდებით ალიევის მიერ შექმნილი ხაფანგის მძევლები. ფაშინიანი ანტონიო გუტერეშს

,,News.am” წერს, რომ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან, უკანასკნელის ინიციატივით.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი მაღალ შეფასებას აძლევს გენერალური მდივნის მუდმივ ყურადღებას სამხრეთ კავკასიის მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა დაძაბული ვითარება, რომელიც შეიქმნა აზერბაიჯანის მიერ პროვოკაციების შედეგად სომხეთ-აზერბაიჯანული საზღვრის მიმართულებით, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ქმედებები განხორციელდა  გლობალური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გენერალური მდივნის მოწოდების საწინააღმდეგოდ.

”გარწმუნებთ, რომ სომხეთმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დასრულებულიყო საომარი მოქმედებები და დაძაბულობა შეემცირებინა”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

შეეხო რა აზერბაიჯანის მიერ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებების დარღვევას, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა დაამატა, რომ ამ პერიოდში ჩვენ აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების და ქმედებების მოწმენი ვართ.

”ჩვენ გვესმის, რომ აზერბაიჯანში რთული შიდა მდგომარეობაა. მაგრამ ჩვენ ვერ გავხდებით პრეზიდენტ ალიევის მიერ შექმნილი ხაფანგის მძევლები. წლების განმავლობაში სომეხთა წინააღმდეგ სიძულვილმა და ომის მუქარამ შეუქმნა სამხედრო უპირატესობის ილუზია, რომელიც ახლა ჰაერში ქრება. ”ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, აქვს თუ არა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას ცეცხლის შეწყვეტის დაცვის და პროვოკაციული რიტორიკის აღკვეთის შესაძლებლობა, ან სურვილი”,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის ვალდებულება საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ, ხაზგასმით აღნიშნა რა, რომ არსებულ ვითარებაში ძალზე მნიშვნელოვანია ეუთოს მონიტორინგის შესაძლებლობის გაფართოება და ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული შეთანხმებების განხორციელება.

”აუცილებელია აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საჯაროდ უარყოს ძალის გამოყენება ან ძალის მუქარა. ”აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ალტერნატივა არ არსებობს”, – თქვა მან.

გაეროს გენერალურმა მდივანმა შეშფოთება გამოთქვა რეგიონში დაძაბული ვითარების გამო, ხაზი გაუსვა დაძაბულობის შესამცირებლად დაუყოვნებელი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას, მათ შორის შეთანხმებების იმპლემენტაციის გზით, ცეცხლის შეწყვეტის გასაძლიერებლად. ანტონიო გუტერეშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button