ეკონომიკა

ვხედავ მცდელობას, იკისრონ მედიატორის ფუნქცია ჩვენს შორის, არ არის საჭირო — თურნავა Ryanair-სა და Wizzair-ზე

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, კონკრეტული პირობებისგან ხედავს მცდელობას, მედიატორის როლი შეასრულონ მათსა და Ryanair-სა და Wizzair-ს შორის, რაც საჭირო არ არის. მისი თქმით, თუ ამ კომპანიებს რაიმე კითხვები გაუჩნდებათ, პირდაპირ მათ მიმართავენ

“ჩვენ მათთან ორმხრივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ, რომ გავიდეთ იმ ოპტიმალურ რაოდენობა ფრენებზე, რაც მათთვისაც კომერციულად იქნება მიმზიდველი, მაგრამ ჩვენც არ დაგვაზარალებს ეპიდემიოლოგიურად. მე ვხედავ მცდელობას, რომ ჩვენს შორის ვიღაცამ იკისროს მედიატორის ფუნქცია, არ არის ეს საჭირო. არანაირი პრობლემა ჩვენს შორის ურთიერთობისა არ არსებობს”, — განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რეგულარული ფრენების დაშვების გადავადებამ კომპანიების საქართველოდან გასვლასთან დაკავშირებით ეჭვები გააჩინა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც Wizzair-მა განაცხადა, რომ ქუთაისის აეროპორტში ბაზას დროებით აუქმებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განმარტავენ, რომ ბაზის გაუქმება არ ნიშნავს ბაზრიდან გასვლას. მისი თქმით, ბაზის გაუქმების შემთხვევაში ფრენები მაინც დარჩება, განსხვავება კი ის იქნება, რომ ქართველები ვეღარ დასაქმდებიან ბორტზე.

ნათია თურნავამ განმარტა, რომ ავიაციის გლობალური ინდუსტრია საკმაოდ დიდი სირთულეების წინაშეა და ნებისმიერი ავიაკონმპანია ცდილობს შეამციროს დანახარჯები, აკეთებს სხვადასხვა თვითმფრინავების გადაჯგუფებას, რეალოკაციას, რაც არის “წმინდა ტექნიკური საკითხი”.

ნახეთ მეტი
Back to top button