რა თანხა შემოვიდა ბოლო დღეებში სამხედრო მოსამსახურეთა დახმარების ფონდში?

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ ბოლო 6 დღის განმავლობაში, ჯამში 190 მილიონი სრ დრამის (1აშშ დოლარი დაახხლოებით 480 სრ დრამის ტოლფასია) ოდენობით შემოწირულობა განხორციელდა სამხედრო მოსამსახურეთა დახმარების ფონდში. სრ თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა შუშან სტეფანიანმა ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
”17.07.2020-22.07.2020 წ. შემოვიდა შემოწირულობები დაახლოებით 192,000,000 AMD, 48 ქვეყნიდან”, – წერს იგი.
უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე მეტი შემოწირულობა გაკეთდა სომხეთიდან – 135 მილიონზე მეტი სრ დრამი. აშშ-ს მეორე ადგილი უკავია 31 მილიონზე მეტი სრ დრამით, მესამეზეა კანადა – 4 მილიონზე მეტით. შემდეგ მოჰყვება რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, რუმინეთი, ბელგია.
ფონდში შემოწირულობები განხორციელდა ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა მალაიზია, სამხრეთ კორეა, ვიეტნამი და სხვა.
20 ივლისს დილით, სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ ვისაც სურს ჯარის მხარდაჭერა ამა თუ იმ გზით, შეუძლია ფონდში შემოწირვის განხორციელება.
შეგახსენებთ, რომ 12 ივლისიდან, ვითარება გაუარესდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტავუშის მონაკვეთზე. 12 ივლისს, ღამის 12:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა უაზ- ის მარკის ავტომანქანით სცადეს გადაელახათ სრ სახელმწიფო საზღვარი ტავუშის მიმართულებით, სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მანქანა დატოვეს და პოზიციებზე დაბრუნდნენ.
ამის შემდეგ, მტერი რეგულარულად ანახლებს სროლას, როგორც სომხური პოზიციების, ასევე დასახლებების მიმართულებით.
22 ივლისის ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანს 13 მსხვერპლი ჰყავს, დაჭრილების შესახებ არაფერია ნათქვამი, ხოლო სომხურ მხარეს აქვს 4 მსხვერპლი, 36 დაშავდა (ერთი მშვიდობიანი მოსახლეობისგან).