საზოგადოება

საქართველომ რეგულარული ფრენების აკრძალვა 31 აგვისტომდე გაახანგრძლივა

,,1in.am“ წერს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რეგულარული ფრენების აკრძალვის 31 ივლისიდან 31 აგვისტომდე გახანგრძლივების შესხებ. ამის შესახებ ნათქვამია სააგენტოს ვებსაიტზე.

”დაგეგმილი საერთაშორისო ფრენების შეზღუდვები გაგრძელდა და ძალაშია 2020 წლის 31 აგვისტომდე”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

შეზღუდვები არ ვრცელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის (ICAO UGTB კოდით) და მიუნხენის (EDDM), პარიზის (LFPG) და რიგას (EVRA) შორის საერთაშორისო ფრენებზე.

ამრიგად, აგვისტოში, Lufthansa დაიწყებს რეგულარულ ფრენებს მარშრუტზე მიუნხენი – თბილისი – მიუნხენი, და Air France დაიწყებს ფრენებს პარიზიდან თბილისის და უკუ მიმართულებით. საქართველო ასევე გეგმავს საჰაერო მოგზაურობის განახლებას ბალტიის ქვეყნებთან.

ნახეთ მეტი
Back to top button