მთავარიპოლიტიკა

სომხეთმა გააქარწყლა აზერბაიჯანის სამხედრო უპირატესობის მითი: ფაშინიანი

პატივცემულო კოლეგებო,

ძვირფასო თანამემამულენო,

მოგეხსენებათ, რომ 12 ივლისს აზერბაიჯანმა თავდასხმა მოახდინა ჩვენს სასაზღვრო პუნქტებზე ტავუშის რეგიონში. სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა არა მხოლოდ მოიგერიეს მტრის თავდასხმები, არამედ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს მას.

აზერბაიჯანულმა მხარემ მრავალრიცხოვანი დანაკარგი განიცადა, მათ შორის შეიარაღებაში, სამხედრო აღჭურვილობის, ზეთანამედროვე ტექნიკის ჩათვლით, რაც სომხური სამხედრო ძალების, აზრის და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის აშკარა გამარჯვებაა.

ბევრად უფრო ძლიერი იყო მტრისთვის მორალური და ფსიქოლოგიური დარტყმა, რადგან საზღვარზე მომხდარი ინციდენტების შედეგად, აზერბაიჯანში შეიქმნა შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა, რაც ქვეყნის ხელმძღვანელობას აიძულებს, მიმართონ ახალ პროვოკაციებს, რათა შინაგანი უკმაყოფილების ენერგია მიმართონ სომხეთსა და არცახზე.

ამ ყველაფრის ფონზე, საჭიროდ მიმაჩნია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტის დარეგისტრირება.

პირველ რიგში, აზერბაიჯანმა შეუტია სომხეთის სუვერენულ ტერიტორიას და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ის პოზიციები, რომლებიც ბოლო ორი კვირის მოვლენების მთავარი თემა გახდა, სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზეა და აზერბაიჯანის ბრალდება სომხეთის მისამართით მის მიმართ აგრესიის შესახებ, უბრალოდ აბსურდია.

აზერბაიჯანი თავს დაესხა იმ დროს, როდესაც სომხეთი მონაწილეობდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში და იმ პირობებში, როდესაც აზერბაიჯანი უარს ამბობდა მოლაპარაკებაზე კონფლიქტის მთავარ მხარესთან, არცახთან.

აზერბაიჯანის ყველა შეტევა გადამწყვეტად იქნა მოგერიებული, სომხურმა მხარემ საზღვარზე საკუთარი პოზიცია უფრო მეტად გააძლიერა. აზერბაიჯანის ის მითი, რომ მის არმიას შეუძლია სომხური არმიის დამარცხება და, შესაბამისად, სომხეთი და არცახი დათმობებზე უნდა წავიდნენ, გაქრა.

ჩვენ დიდი ხანია მივმართავდით აზერბაიჯანს, რომ არ ეცადა ჩვენთან საუბარი ძალის პოზიციიდან, ძალის ენაზე, ძალის მუქარით. ახლა კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ სომხეთმა არა მხოლოდ უარყო დიპლომატიური მაგიდის გარშემო ძალის მუქარა, არამედ ბრძოლის ველზეც აჩვენა, რომ ისინი უსაფუძვლოა, და არ ასახავს ძალაუფლების რეალურ თანაფარდობას. როდესაც ვამბობ ძალაუფლების რეალურ თანაფარდობაზე, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ შეიარაღებისა და შეიარაღებული ძალების რაოდენობას, არამედ პირველ რიგში მათი მოქმედებების ხარისხს, მართვის დონეს.

ახლა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, სომხურმა არმიამ არა მხოლოდ აჩვენა მაღალი ბრძოლისუნარიანობა, არამედ კიდევ ერთხელ დაადასტურა რეგიონის ყველაზე ეფექტური, ყველაზე გონიერი არმიის სტატუსი. და ეს არ არის მხოლოდ განცხადება, არამედ 12 ივლისის შემდეგ მომხდარის დეტალური ანალიზიდან გამომდინარე შედეგი. ჩვენი არმია იყო და კვლავაც რჩება ეროვნული სიამაყის წყარო, და ტავუშში მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სტატუსი.

მნიშვნელოვნად მიმაჩნია ისიც, რომ სომხურმა საზოგადოებამ ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოავლინა, როგორც მისი ლეგიტიმური მთავრობის, ასევე  შეიარაღებული ძალების მიმართ. მინდა განსაკუთრებული ხაზგასმით აღვნიშნო დიასპორაში ჩვენი თანამემამულეების ერთიანობა, მათი ერთგულება სომხეთის დასახმარებლად, მათი კეთილგონიერება და სიფხიზლე. დიასპორის ჩვენმა თანამემამულეებმა ამ დღეებში  კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ჩვენ ვართ ერთი მთლიანობა, ერთი ოჯახი, ერთი სული, ერთი თვითმყოფადობა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში  საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ჩვენ გამოვიჩინეთ პასუხისმგებელური და თავდაჯერებული ქცევა. ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამი შეთანხმების ერთგული დავრჩით, რომლებიც თანმიმდევრობით ირღვეოდა აზერბაიჯანის მხრივ და ყოველ ჯერზე მისი შეიარაღებული ძალები ახალ ზარალს განიცდიდა.

ჩვენ არ გამოვსულვართ მუქარით აზერბაიჯანის ხალხის, მის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართ, მაშინაც კი, როდესაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე რაკეტის დარტყმით იმუქრებოდა. სხვათა შორის, ეს საფრთხე სერიოზული საერთაშორისო გამოძიების საგანი უნდა გახდეს, რადგან ეს გვიჩვენებს აზერბაიჯანის, როგორც ტერორისტული სახელმწიფოს არსს.

12 ივლისის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოება  გამოვიდა მოწოდებით ცეცხლის შეწყვეტისა და ძალადობის დასრულების შესახებ. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარემა და მათმა ქვეყნებმა დიდი წვლილი შეიტანეს ზავის რეჟიმის დამყარებაში.  ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით ეფექტური იყო რუსეთის ფედერაციის ჩართულობა, რაც აისახა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დონეზე.

ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ცდილობდა გაემწვავებინა სიტუაცია,  წაექეზებინა ძალადობა უფრო მეტად -იყო თურქეთი. თუ გავითვალისწინებთ თურქეთის ტრადიციულ დესტაბილიზაციურ, აგრესიულ პოლიტიკას  მრავალ მოსაზღვრე ქვეყნებში და მის ანტი-სომხურ პოლიტიკას, რომელიც ამართლებს სომხეთის გენოციდს, თურქეთის მიერ ამგვარი ქმედება არც ერთ  შემთხვევაში არ იყო გასაკვირი. მაგრამ მისი მზარდი აგრესია მიგვანიშნებს, რომ საჭიროა გადავხედოთ  ჩვენს პოლიტიკას მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში მონაწილეობის თვალსაზრისით, თურქეთის აგრესიის დასაძლევად.

ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ ეს დაბრკოლება გადავლახეთ, დავრწმუნდით საკუთარი ძალების  ჩვენი ხალხისა და საზოგადოების გამძლეობაში.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ზოგიერთი დასკვნა,  ჩვენ ვერ ვუარყოფთ იმას რაც მოხდა. ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ, რომ  2016 წლის აპრილის შემდეგ მეორედ, აზერბაიჯანმა გამოიყენა ძალა მშვიდობიანი პროცესის ფონზე, არაფრად ჩააგდეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მოწოდება თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისგან. აზერბაიჯანმა გამოიყენა ძალა იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო ახდენს თავისი ძალების და რესურსების კონცენტრირებას გლობალური კაცობრიობის წინაშე წამოჭრილი ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მაგრამ “ჩვენ განვამტკიცეთ  ჩვენი პოზიცია ივლისში გამარჯვებული ბრძოლების შემდეგ, რაც შემდეგში გამოიხატება“.

პირველი. კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს სომხეთისა და არცახის უსაფრთხოების ზოგადი სისტემა. ამ თვალსაზრისით, მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ არცახის რესპუბლიკისა და  ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას, ამ თანამშრომლობისათვის  არსებული საფრთხეების შესაბამისად  ახალი შინაარსის მინიჭებას.  

მეორე. არცახის  რესპუბლიკა უნდა გახდეს მოლაპარაკებების სრულუფლებიანი მხარე.

მესამე. აზერბაიჯანმა საჯაროდ უნდა უარი თქვას ძალის გამოყენებაზე და დაასრულოს ანტი-სომხური რიტორიკა.

მეოთხე. მოლაპარაკებები უნდა იყოს აზრიანი.  აზერბაიჯანის ის  მიდგომა, რომ მოლაპარაკებები ომის გაგრძელებაა და მათი მიზანია სამხედრო საკითხების მოგვარება – მთელს მოლაპარაკების პროცესს აზრმოკლებულს ხდის.  მოლაპარაკებას აზრი აქვს მაშინ, თუ  აზერბაიჯანი უარს იტყვის მის  მაქსიმალისტურ მიდგომაზე  და წავა კომპრომისზე. ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე,  არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების აღიარების გარეშე, სომხეთისა და არცახის მოსახლეობის უსაფრთხოება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათმობილი იქნას.

მეხუთე. ბოლო დღეებში აზერბაიჯანმა მიზანში ამოიღო ტავუშის რეგიონის არაერთი სასაზღვრო სოფლის მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა. აზერბაიჯანისათვის  იარაღის მიმწოდებელმა ქვეყნებმა ნათლად უნდა გააცნობიერონ, რომ ამ იარაღის გამოყენება დანაშაულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რადგან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს აზერბაიჯანი კი არ ებრძვის სომხეთის შეიარაღებულ ძალებსა და მშვიდობიან მოსახლეობას, არამედ საერთაშორისო კორპორაციები, რომლებიც აწარმოებენ მაღალი სიზუსტის სასიკვდილო იარაღს მის სპეციალისტებთან ერთად. კონფლიქტი, რომელიც უკვე სამი ათეული წელია მიმდინარეობს, სერიოზულად აზიანებს სომხეთის საზღვრისპირა დასახლებებს, არცახში მცხოვრებ ხალხს, არღვევს მათ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, გარემოს დაცვით, გადაადგილებისა და სხვა უფლებებს. ის მიდგომა, რომ ამ უფლებების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კონფლიქტის მოგვარების შემდეგ, მუღებელია.  კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ხალხის პრობლემები უნდა გახდეს მოლაპარაკებების დღის წესრიგის პრიორიტეტული ნაწილი.

მეექვსე. ფაქტობრივად ძალიან შეზღუდულია ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი, რომელიც არსებობდა ეპიდემიამდე. აუცილებელია საერთაშორისო მონიტორინგის ეფექტური დანერგვა, რომელიც  იქნება მუდმივი, ექნება კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ჩაწერენ, თუ რომელმა მხარემ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა. ასეთი მონიტორინგის ღონისძიებების განხორციელება შესაძლებელია ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის ოფისის მიერ, რომელსაც აქვს რეგიონში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და შეუძლია უზრუნველყოს ეუთოს დამკვირვებლების მუდმივი ყოფნა რეგიონში, როგორც სახელმწიფო საზღვარზე, ასევე კონტაქტის ხაზზეც.

სამხედროებს შორის ადგილზე უშუალო  კომუნიკაციის უზრუნველყოფა ეფექტური საშუალებაა ინციდენტების თავიდან ასაცილებლად და გასარკვევად.

მეშვიდე. სომხეთი გააგრძელებს მუშაობას ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით. ჩვენ არ ვღებულობდით და არც არასოდეს მივიღებთ თურქეთის მცდელობებს რეგიონის დესტაბილიზაციიას კონფლიქტის მანიპულირების გზით.

ძვირფასო თანამემამულეებო,

პატივცემულო კოლეგებო,

ივლისის  გამარჯვებულმა ბრძოლებმა აჩვენა, რომ არაძალადობრივი,  ხავერდოვანი, დემოკრატიული რევოლუცია,დემოკრატიზაცისა  ანტიკორუფციული რეფორმებმა, არმიის განვითარების ახალი კონცეფცია, ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებაში ავიდა გამძლეობისა  და ერთიანობის ახალ დონეზე. ჩვენ შთაგონებული უნდა  ვიყოთ ამ ფაქტით, მაგრამ ეს ენთუზიაზმი უნდა გადაიზარდოს ყოველდღიურ შემოქმედებით საქმიანობაში, განავითაროს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო და დიპლომატიური პოტენციალი. ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენი გამარჯვება არის სამართლიანობის გამარჯვება, ჭეშმარიტების გამარჯვება, კაცობრიობის გამარჯვება. გმადლობთ.

ნახეთ მეტი
Back to top button