მთავარიპოლიტიკა

ღამის განმავლობაში, მტერმა დაახლოებით 43-ჯერ გაისროლა სომხეთის პოზიციებისაკენ

როგორც თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, ამ დროისთვის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე  შედარებით სიმშვიდეა.

23 ივლისის ღამით სომხეთ-აზერბაიჯანის  საზღვარზე  შედარებით სიმშვიდე იყო, ამჯამადაც სიწყნარე სუფევს. ინფორმაცია ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ  გვერდზე გამოაქვეყნა სომხეთის  თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა შუშან სტეპანიანმა.

”მტერმა ცეცხლსასროლი იარაღით საზღვრის ზოგიერთ ნაწილში ზავის რეჟიმი  ექვსჯერ დაარღვია, სომხური პოზიციებისაკენ დაახლოებით 43-ჯერ გაისროლა“, – წერს იგი.

ვრცელდება ინფორმაცია,  რომ სოფლების ჩინარის, მოვსესის, ქვედა კარმირაღბურის მიმართულებით მდებარე სამხედრო პოზიციებისაკენ  5-ჯერ გაისროლეს, ხოლო ზანგაკატანის მიმართულებით მდებარე სამხედრო პოზიციებისაკენ  – ერთხელ.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისიდან, ვითარება გაუარესდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტავუშის მონაკვეთზე. 12 ივლისს, ღამის 12:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სცადეს გადაელახათ სომხეთის სახელმწიფო საზღვარი ტავუშის მიმართულებით, UAZ- ის მარკის  ვტომანქანით. სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მანქანა დატოვეს და საკუთარ პოზიციებს დაბრუნდნენ.

ამის შემდეგ, მტერმა რეგულარულად განაახლა სროლა, როგორც სამხედრო პოზიციებისაკენ. ასევე მშვიდობიანი დასახლებული პუნქტებისაკენაც. 23 ივლისის ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანს 13 გარდაცვილი ჰყავს, დაჭრილების შესახებ არაფერია ნათქვამი, ხოლო სომხურ მხარეს ჰყავს 4 გარდაცვლილი,  36 დაჭრილი (ერთი არის მშვიდობიანი მოსახლეობისგან).

ნახეთ მეტი
Back to top button