50 წლის შემდეგ, მეცნიერულ-კულტურული ფესტივალი STARMUS მეცნიერებს ისევ სომხეთში მოუყრის თავს

,,Armradio.am“ წერს, რომ სომხეთში 2021 წელს 6 და 11 სექტემბერს გაიმართება მსოფლიოში ცნობილი სამეცნიერო-კულტურული მე-6 ფესტივალი STARMUS.
ამის შესახებ სრ პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ოფიციალურად განაცხადა გუშინ ჩატარებული ონლაინ ღონისძიების დროს.
”როდესაც შარშან STARMUS 5-ის ფარგლებში შემდეგი ფესტივალის ჩატარება შევთავაზე ჩაეტარებინათ სომხეთში, მონაწილეთაგან ზოგიერთმა დიდი შემართებით მიიღო ეს შეთავაზება, ზოგიერთმა, როგორც ჩანს, არ იცოდა რომელ ქვეყანაზე იყო საუბარი. ”სომხეთი უმასპინძლებს STARMUS VI ფესტივალს დიდი პასუხისმგებლობით, ენთუზიაზმით და მოლოდინით”, – აღნიშნა სარგსიანმა.
მე -6 ფესტივალი STARMUS-ი სომხეთში ჩამოიყვანს მსოფლიოში ცნობილ მეცნიერებს, ასტრონავტებს, ნობელის პრემიის ლაურეატებსა და მხატვრებს. STARMUS არის ფესტივალი, სადაც ხელოვნება, მეცნიერება და ტექნოლოგია ერთიანდება. ეს არის ახალგაზრდა თაობის შთაგონების, მეცნიერების პოპულარულად და მიმზიდველად გახდომის ერთ-ერთი გზა.