პოლიტიკა

აზერბაიჯანული მედიით გავრცელებული სამხედრო ფოტო საქართველოშია გადაღებული – “მითების დეტექტორი”

,,მთვარი არხი” წერს, რომ ყალბი ინფორმაციის მაიდენტიფიცირებელი პლატფორმა „მითების  დეტექტორი“ სტატიას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე დღის წინ, აზერბაიჯანული მედიით გავრცელებული სამხედრო ფოტოებიდან ერთ-ერთი, რომელიც თან ერთვოდა  Haqqin.az-ის სარედქციო წერილს – საქართველოშია გადაღებული.

საუბარია, თოვუზის რეგიონის დასაბომბად განკუთვნილ ნაღმტყორცნებზე, რომელიც აზებაიჯანული გამოცემის თანახმად, სერბეთმა სომხეთს, საქართველოს დახმარებით მიაწოდა.


“მითების დეტექტორმა” ღია წყაროების მეშვეობით აზერბაიჯანის სამთავრობო მედიის მიერ გამქვეყნებული ფოტოებიდან ერთ-ერთის ადგილმდეობარეობა დაადგინა. “მითების დეტექტორი” აქვე განმარტავს, რომ გელოკაციის გადამოწმების შედეგად მხოლოდ ადგილმდებარეობის დადგენა გახდა შესაძლებელი, ხოლო რისი ტრანსპორტები ხდება ფოტოზე და როდის არის ის გადაღებული, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია. 
ფოტოზე მოცემული დეტალებისა და მათი სატელიტურ გამოსახულებებთან, ასევე ონლაინ სივრცეში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალასთან შედარებით დგინდება, რომ ფოტო საქართველოს მხარეს, სადახლოს საბაჟო-გამშვებ პუნქტშია გადაღებული.”

ჩვენ დავუკავშირდით საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარისთვის, გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით, რაზეც პრესცენტრის თანამშრომელმა გვიპასუხა, რომ ამ საკითხზე უწყებამ კომენტარი რამდენიმე დღის წინ უკვე გააკეთა;  „შესაბამისად ეს არის ჩვენი პოზიციაც, მადლობა“ – გვითხრა მარიამ ნარჩემაშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა,  ჟურნალისტების კითხვა ამ თემაზე გუშინ, 22 ივლისს, უპასუხოდ დატოვა. იქამდე კი, საგარეო უწყებამ აზერბაიჯანული მედიით გავრცელებულ პუბლიკაციას დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა უწოდა. 

შეგახსენებთ, Haqqin.az-ის სტატიის თანახმად, იარაღებით დატვირთულმა მანქანებმა საქართველოს საზღვარი სომხეთის მიმართულებით გადაკვეთა, შესაბამისად საქართველომ უკანონო ტვირთის გადასაზიდად  დერეფანი გაუხსნა მეორე ქვეყანას. ეს მას შემდეგ რაც 12 ივლისს  ტავუშისა და ტოვუზის საზღვარზე, სომხეთ-აზერბაიჯანი ერთმანეთს ძალისმიერად დაუპირსპირდნენ.

აქვე, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, უკანონო საბრძოლო ტექნიკის საქართველოში ჩამოტანა იარაღით მოვაჭრე ცნობილმა კრიმინალმა სლობოდან ტესიჩმა უზრუნველყო. რუსეთ-უკრაინის ომის დროს ტესიჩს დომბასის რეგიონში იარაღით ვაჭრობაში ადანაშაულებენ. მან მაშინ უკანონო იარაღი ოკუპანტი ქვეყნის მხარდამჭერებს მიჰყიდა. სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ იარაღის ბარონთან ბელორუსიის პრეზიდენტი ლუკაშენკო და მისი შვილიც თანამშრომლობდნენ.

ტესიჩი შეერთებული შტატების მიერ უკვე წლებია სანქცირებულია და მასზე მაგნეტსკის აქტი ვრცელდება, მანამდე კი ადამიანის უფლებების დარღვევის, კორუფციისა და იარაღით უკანონო ვაჭრობის ბრალდებების გამო, 10 წელი გაეროს მიერ იყო სანქცირებული და ინტერპოლი ეძებდა.

ნახეთ მეტი
Back to top button