მთავარიპოლიტიკა

ბაქოში ეჭვი რომ არ შეეპაროთ. სომეხმა სამხედროებმა ფოტოსურათი გადაიღეს აზერბაიჯანულ უპილოტო მფრინავ აპარატთან

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ  სრ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განათავსა ისრაელის მიერ წარმოებული აზერბაიჯანული უპილოტო მფრინავი აპარატის SkyStriker ATS- ის ფოტოები.

”ეს განსაკუთრებით მათთვისაა, რომ ბაქოში და ზოგიერთ სხვა ადამიანს ეჭვი არ შეეპაროთ ჩვენს სიტყვებში”, – წერს იგი ფოტოების ქვეშ.

შეგახსენებთ, რომ 17 ივლისს, ინტერნეტში გამოჩნდა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კამიკაძე უპილოტო მფრინავი აპარატის  SkyStriker ATS- ის ფოტო, რომელიც სომხურმა მხარემ მოინადირა, რადიოელექტრონული ბრძოლის (RE) საშუალებით. ისრაელის მიერ წარმოებულმა უპილოტო მფრინავმა აპარატმა, სერიული ნომრით 062, ვერ მოახერხა სომხურ პოზიციებსა და დასახლებებზე იერიშის მიტანა.

იმავე დღეს არწრუნ ჰოვჰანნისიანმა დაადასტურა, რომ ისრაელის მიერ წარმოებული აზერბაიჯანული SkyStriker ATS დაუზიანებლად აღმოჩნდა სრ შეიარაღებული ძალების ხელში.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისიდან, ვითარება გაუარესდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტავუშის მონაკვეთზე. 12 ივლისს, ღამის 12:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა უაზ- ის მარკის ავტომანქანით სცადეს გადაელახას სრ სახელმწიფო საზღვარი ტავუშის მიმართულებით. სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მანქანა დატოვეს და პოზიციებზე დაბრუნდნენ.

ამის შემდეგ, მტერი რეგულარულად ანახლებს სროლას, როგორც სომხური პოზიციების, ასევე დასახლებების მიმართულებით.

23 ივლისის ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანს 13 მსხვერპლი ჰყავს, დაჭრილების შესახებ არაფერია ნათქვამი, ხოლო სომხურ მხარეს აქვს 5 მსხვერპლი, 36 დაშავებული (ერთი მშვიდობიანი მოსახლეობისგან).

ნახეთ მეტი
Back to top button