
,,Lragir.am” წერს, რომ მთავრობის 23 ივლისის სხდომაზე, სრ პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი “პროგრამულად” შეეხო ტავუშში მომხდარ მოვლენებს, მისცა მათ სამხედრო-პოლიტიკური შეფასება და ახალი ეტაპები დაადგინა სომხეთისთვის. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ტავუშში დაფიქსირდა გამარჯვება და სომხური პოზიციების განმტკიცება, სომხეთის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება.
შემდეგ, ფაშინიანმა აღნიშნა სომხური მხარის შემდგომი ტაქტიკური და სტრატეგიული ნაბიჯები. კერძოდ, ნიკოლ ფაშინიანმა ისაუბრა სომხეთ-არცახის უსაფრთხოების სისტემის შემდგომი გაძლიერების და მჭიდრო თანამშრომლობისთვის ახალი შინაარსის მიცემის აუცილებლობის შესახებ.
ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ერევანი დღის წესრიგში მოიტანს არცახთან სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის ხელშეკრულების საკითხს და მას მოეწერება ხელი? ყოველ შემთხვევაში, ტავუშში მომხდარმა მოვლენამ დაადასტურა, რომ რეგიონალური უსაფრთხოების სისტემის ღერძის როლი სომხეთისგან მოითხოვს დამატებით იურიდიულ და პოლიტიკურ ინსტრუმენტებს.
ამასთან დაკავშირებით, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – თურქული ფაქტორი და მისი საწინააღმდეგო ახალი მექანიზმების საჭიროება. ამასთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ სომხეთი თურქეთის შესაკავებლად იხილავს ახალი საერთაშორისო ფორმატების ჩართვის საჭიროებას და ამ მიმართულებით ააქტურებს ნაბიჯებს. სინამდვილეში, ფაშინიანის განცხადება გარკვეულწილად მინიშნება იყო კუხო- სთვის, რომელიც, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო თურქეთის შემზღუდავი ნომერ პირველი სამხედრო-პოლიტიკური მექანიზმი, რომლის წევრი ქვეყანაა სომხეთი. ფაქტობრივად, ერევანმა განაცხადა, რომ არსებულ მექანიზმს არაეფექტურად თვლის თურქეთის შეკავების თვალსაზრისით.
რა ახალ ფორმატებში ჩაერთვება სომხეთი?
ამავდროულად, ნიკოლ ფაშინიანი კიდევ ერთხელ იმეორებს იმ ფაქტს, რომ არცახი არის მოლაპარაკებების სრულუფლებიანი მხარე, როგორც მოლაპარაკებების გააზრების პირობა, ასევე აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა საჯაროდ უნდა თქვას უარი ძალის გამოყენების და სომეხთა მიმართ სიძულვილის პოლიტიკაზე.
ამავდროულად, ნიკოლ ფაშინიანი თვლის, რომ აუცილებელია საზღვრის მონიტორინგის ეუთოს შესაძლებლობების გაფართოება ისეთი მექანიზმების საშუალებით, რომლებიც აშკარად დააფიქსირებენ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევებს და მათზე პასუხისმგებელ პირებს.
ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ ერევანი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან. ეს განცხადება პრაქტიკულად ამტკიცებს, რომ სომხეთი არ განიხილავს „ერთიანი შუამავლობის მანდატის“ პერსპექტივას. დიდი ანგარიშით, აქ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან მუშაობას კიდევ ერთი სხვა სიღრმისეული მნიშვნელობა აქვს. ამ მუშაობას აქვს არა მხოლოდ და, უკვე ალბათ, არც თუ იმდენი, მედიატორებთან კონფლიქტის ერთი მხარის მუშაობის აზრი. ამ სამუშაოს აქვს კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების სისტემის მთავარი სუბიექტისა და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან სამის მუშაობის აზრი.
ტავუშში სამხედრო-პოლიტიკური წარმატებების აღნიშვნით და, პრაქტიკულად ახალი გეოპოლიტიკური პოტენციალური სიბრტყის შექმნით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაქტობრივად, სქოლიოში ადასტურებს ახალი მსოფლიო წესრიგისთვის სომხურ განაცხადს.