მთავარიპოლიტიკა

რა მოხდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 23-24 ივლისის ღამეს?

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ 23-24 ივლისის ღამეს (ისევე როგორც ამ მომენტში) სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შენარჩუნდა შედარებითი სიმშვიდე. ინფორმაციას აწვდის სრ თავდაცვის მინისტრის სპიკერი შუშან სტეფანიანი.

”მოწინააღმდეგემ ცეცხლსასროლი იარაღით ოთხჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ჩივას, ხნძორუტის, მოვსესის, პარავაქარის მიმართულებით მდებარე საბრძოლო პოზიციების ცალკეულ ნაწილებში, სომხური პოზიციების მიმართ განახორციელა რა 28 გასროლა”, – წერს იგი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისიდან, ვითარება გაუარესდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტავუშის მონაკვეთზე. 12 ივლისს, ღამის 12:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა უაზ- ის მარკის ავტომანქანით სცადეს  სრ სახელმწიფო საზღვარის გადალახვა ტავუშის მიმართულებით. სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მანქანა დატოვეს და პოზიციებზე დაბრუნდნენ.

ამის შემდეგ, მტერი რეგულარულად ანახლებს სროლას, როგორც სომხური პოზიციების, ასევე დასახლებების მიმართულებით.

23 ივლისის ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანს 13 მსხვერპლი ჰყავს, დაჭრილების შესახებ არაფერია ნათქვამი, ხოლო სომხურ მხარეს აქვს 5 მსხვერპლი, 36 დაშავებული (ერთი მშვიდობიანი მოსახლეობისგან).

ნახეთ მეტი
Back to top button