ანალიტიკამთავარი

სომხეთის “ისკანდერი”, უფრო ძლიერია, თუ აზერბაიჯანის მიერ შეძენილი LORA რაკეტები: ექსპერტის კომენტარი

 „აზერბაიჯანს რომ გადამწყვეტი  გადამწყვეტი უპირატესობა ჰქონოდა, თუნდაც ისრაელის იარაღის ხარჯზე, ის წამით არ  დაყოვნდებოდა და აქტიურ მოქმედებას დაიწყებდა“, – თქვა Aravot.am- სთან საუბარში სპეციალიზებული ვებსაიტის „რაზმინფოს“ კოორდინატორმა  კარენ ვართანესიანმა.  უნდა აღინიშნოს, რომ რუსმა  სამხედრო ექსპერტმა პაველ ფელგენჰაუერმა  შეადარა რა სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო მომზადება, შეიარაღების მოცულობა  და ხარისხი, გამოთქვა მოსაზრება, რომ სომხეთს აქვს “ისკანდერის” სისტემები, რომელიც აზერბაიჯანს  არა აქვს, მაგრამ აზერბაიჯანს აქვს ისრაელის რაკეტები, რაც არ ჩამორჩება “ისკანდერებს”. შესაძლებელია  ისინი უკეთესებიც კი  არიან. მან ინტერვიუში განმარტა, რომ ის საუბრობს LORA რაკეტებზე, რომლის დიაპაზონი იგივეა, რაც ისკანდერის რაკეტებისა და სიზუსტე შეიძლება უფრო მაღალი იყოს. მისი აზრით, აზერბაიჯანს გააჩნია ხარისხობრივი უპირატესობა ტექნოლოგიაში.

ჩვენთან საუბარში, კარენ ვართანესიანმა  ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსულ პრესაში იყო სტატიები, რომ პაველ ფელგენაუერი არის აზერბაიჯანამეტი  ექსპერტი და მისგან  სხვა რამეს არ უნდა მოველოდოთ.  “ისკანდერისა” და “ლორას” შედარების შესახებ მან აღნიშნა. ”ძნელი სათქმელია, რამდენად სწრაფია   LORA, როგორ შეუძლია გვერდი აუაროს და  გაართულოს ისკანდერის საქმე. მაგალითად, ისკანდერის   მიზანში ამოღება                       რთულია  საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ. მოკლედ რომ ვთქვათ, „ისკანდერისა“  და ისრაელის LORA-ს შედარება სწორი არ არის.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა , ”ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ  იარაღის ყიდვა სამუდამოდ არ წყვეტს ქვეყნის თავდაცვის საკითხს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამან სამუდამოდ გადაჭრა თქვენი უსაფრთხოების ყველა პრობლემა. სამწუხაროდ, შეიარაღება არის  დიდი კონკურენცია. თუ შენ ვერ მოასწრებ შეიარაღების განახლებას, სიტუაცია, რომელიც დღეს შენს  სასარგებლოდ იყო, შესაძლებელია ხვალ შენს წინააღმდეგ დატრიალდეს.

კარენ ვართანესიანი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ აზერბაიჯანს გააჩნია ხარისხობრივი უპირატესობა ტექნოლოგიაში, რადგან სომხეთი ყიდულობს იარაღს ძირითადად  მხოლოდ რუსეთიდან, ხოლო აზერბაიჯანს, მისი უფრო დიდი ფინანსური შესაძლებლობების გამო, შეუძლია შეიძინოს იარაღი არამარტო რუსეთიდან, არამედ თურქეთიდან და ისრაელიდანაც.

 ”80-იანი წლების იარაღის პროპაგანდისტული თეზისი, რომელსაც  ყოფილი  ოპოზიცია სომხეთში დიდი ხნის განმავლობაში იყენებდა  სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ, აზერბაიჯანელები, ზოგიერთი პრო-აზერბაიჯანული ექსპერტები  ახლა ცდილობენ განამტკიცონ იგივე თეზისი სომხურ სფეროში, შექმნან გარკვეული შიშები და ა.შ. გახსოვთ, რას ამბობდა სერჟ სარგსიანი 80-იანი წლების იარაღის შესახებ, რომ მის ამ ნათქვამს ამდენი გამოხმაურება მოჰყვა.  მისი ნათქვამის  აზრი ის იყო, რომ მაღტალია სომეხი ჯარისკაცები შეიარაღებულნი არიან 80-იანი წლეების იარაღით, მაგრამ ბრძოლის ველზე ისისნი მაინც დაუმარცხებელნი არიან. მისი ეს გამოთქმა განავრცეს და თემა გახადეს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ 80-იანი წლების იარაღს არც ერთი ქვეყანა არ დაიწუნებდა.  თუნდაც ავიღოთ „ოსა აკ“-ი , რომლის ფონზეც ნიკოლ ფაშინიანი ამატად პოზირებს. ამერიკის შეერთებული შტატები დღემდე 50-იანი წლეების იარაღს იყენებს. როგორც ექსპერტი აღნიშვას დაცვის საკითხი კომპლექსურია და დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე, სამხედრო ძალების მომზადებასა და იმაზე, თუ რა პრობლემის დასაძლევად რა იარაღია საჭირო.

კითხვაზე, უნდა გვეშინოდეს თუ არა,  რომ აზერბაიჯანის LORA სისტემები უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი “ისკანდერი”, კარენ ვართანესიანმა  უპასუხა. „ვიმეორებ, უსაფრთხოება რთული ფენომენია და დამოკიდებულია ასობით სხვადასხვა ფაქტორზე,  თუ ერთ მხარეს აქვს 100 და მეორეს 200 ტანკი, ეს ჯერ  არ ნიშნავს რომ მეორე მხარეს აქვს უპირატესობა.”

ნახეთ მეტი
Back to top button