
,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აზერბაიჯანის ქმედებებს სხვადასხვა ქვეყანაში ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებების პროვოცირების მიზნით. ასეთი განცხადება გააკეთა სრ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ეხება ბოლო დროს სხვადასხვა ქვეყანაში სომხეთის მოქალაქეების და სომხური სათვისტომოების წევრებზე ძალადობის შემთხვევებს.
უფრო ადრე ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ამ ღამით მოსკოვში სომხებს თავს დაესხნენ. ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ სცემეს სომხური სანომრე ნიშნის მქონე მანქანაში მყოფი მძღოლი, მოხუცი, ქუჩაში მყოფი კაცები.
”ამ მოქმედებების გაფართოებული გეოგრაფია და სომხეთის რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციებში აზერბაიჯანის ოფიციალური პირების ჩართულობის ფაქტი უჩვენებს, რომ ეს ქმედებები მართულია აზერბაიჯანის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ”, – აღნიშნულია სსს-ს განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ეთნიკური შეტაკებების სტიმულირების პრაქტიკა ბაქოს უპასუხისმგებლობის კიდევ ერთი გამოვლინებაა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს ქმედებები, სრულად ჯდება აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის მიერ გეოგრაფიული შეზღუდვების გარეშე ორ ხალხს შორის მტრობის პროვოცირების რიტორიკასა და პოლიტიკაში.
ამავე დროს, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს სიფხიზლისკენ, არ დაუშვან რაიმე პროვოკაცია და ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს, სომხური საზოგადოების სტრუქტურებს და სომხეთის რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლებს.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები სომხებისა და აზერბაიჯანელების ურთიერთობები დაიძაბა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო. შეტაკებები დაფიქსირდა რუსეთში, საფრანგეთში, შეერთებულ შტატებში, პოლონეთში, ლიტვაში და სხვა ქვეყნებში.
შეგახსენებთ, რომ 12 ივლისიდან, ვითარება გაუარესდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტავუშის მონაკვეთზე. 12 ივლისს, ღამის 12:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა უაზ- ის მარკის ავტომანქანით სცადეს გადაელახას სრ სახელმწიფო საზღვარი ტავუშის მიმართულებით. სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მანქანა დატოვეს და პოზიციებზე დაბრუნდნენ.
ამის შემდეგ, მტერი რეგულარულად ანახლებს სროლას, როგორც სომხური პოზიციების, ასევე დასახლებების მიმართულებით.
23 ივლისის ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანს 13 მსხვერპლი ჰყავს, დაჭრილების შესახებ არაფერია ნათქვამი, ხოლო სომხურ მხარეს აქვს 5 მსხვერპლი, 36 დაშავებული (ერთი მშვიდობიანი მოსახლეობისგან).