მთავარისაზოგადოება

451 ახალი შემთხვევა ერთ დღეში. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 36,613 გახდა

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ  ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სომხეთში გაიზარდა 451-ით და გახდა 36.613. ინფორმაციას გვაწვდის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული ცენტრი.

ცენტრის ცნობით, ამჟამად ფაქტობრივად მკურნალობს 9,969 ადამიანი, ტესტირება ჩაუტარდა 153.814  (+1936), დაინფიცირებულთაგან 25,734 გამოჯანმრთელებულია (+490). დაფიქსირდა 692 (+4) გარდაცვალება. სხვა მიზეზების გამო დაღუპულთა საერთო რაოდენობაა 218 (+1).

23 ივლისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 36,162 შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ 16 მარტიდან სომხეთში შემოღებულ იქბნა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც უკვე რამდენჯერმე გახანგრძლივდა. გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობის პირობები შეიცვალა. დაშვებულია მრავალი ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ დადგენილია სავალდებულო მოთხოვნები.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი სომხეთში 18 მაისიდან ფუნქციონირებს, მაგრამ მგზავრებს და მძღოლს უნდა ეცვათ დამცავი ნიღბები და ხელთათმანები.

სავალდებულოა აგრეთვე საჯარო ღია ადგილებში ნიღბის ტარება. მხოლოდ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ველოსიპედისტებს, მოვარჯიშეებს, ქრონიკული რესპირატორული დაავადებებისა და გულის უკმარისობის მქონე პირებს (ამ უკანასკნელებს უნდა ჰქონდეთ სამედიცინო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს დაავადების ფაქტს)  შეუძლიათ არ ატარონ ნიღაბი.

13 ივლისს მთავრობამ  საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება 12 აგვისტომდე გადაწყვიტა.

ნახეთ მეტი
Back to top button